"იბერია სტარის" ქომაგებმა გუნდი გადაარჩინეს?

AutoSharing Option
ცნობილია, რომ ფუტსალში საქართველოს ჩემპიონის, "იბერიას" გადასარჩენად "ქართული სპორტის ქომაგებმა" თბილისის მერიასთან აქცია გამართეს.

მაშინ თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის სამსახურის უფროსის მოადგილემ, მერაბ ჩიქობავამ გულშემატკივრებს უთხრა, რომ წლის მეორე ნახევარში "იბერიასთვის" ფინანსური დახმარების გამოყოფა შეუძლებელი იყო.

"ეს საკითხი აუცილებლად მოსაგვარებელია, რადგან ყველამ იცის, "იბერიას" არსებობას ქვეყნისთვის რამხელა მნიშვნელობა აქვს. ჩვენ კლუბის ხელმძღვანელობას შევთავაზეთ, რომ მინიმალური თანხა დაესახელებინა, 30-დან 50 ათასი ლარის ფარგლებში. ამ ეტაპზე ასეთ დახმარებას გავუწევდით.

მაგრამ "იბერიას" მთლიანი ბიუჯეტი 1,65 მილიონ ლარს შეადგენს, ამ ეტაპზე კი
კლუბი 800 ათასს ითხოვდა.

თუმცა, ახლა წლის მეორე ნახევარში ბიუჯეტში დამატებითი თანხის მობილიზება შეუძლებელია. ჩვენ ხომ კიდევ ბევრ ფედერაციას ვაფინანსებთ და მათზე გათვალისწინებულ თანხებს სხვას ვერ მოვახმართ",
- განაცხადა ჩიქობავამ.

მაგრამ აქციის შემდეგ თბილისის მერიამ "ქართული სპორტის ქომაგებს" ოფიციალური პასუხი გაუგზავნა, რომელიც უფრო დამაიმედებელი ჩანდა.

"როგორც თბილისის მერიის სპორტის ხელმძღვანელსა და რიგით გულშემატკივარს, ზოგადად მიმაჩნია, რომ ფუტზალის კლუბი "იბერია სტარი" იმსახურებს ფინანსურ ხელშეწყობას, მონაწილეობა რომ მიიღოს ევროპის ლიგის ნახევარფინალში.

მომავალ კვირას, 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, თბილისის მერის საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან, ლევან ყიფიანთან შეხვედრა იგეგმება. იქ "იბერიას" დაფინანსების საკითხიც განიხილება.

ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერს ვიზამ, საკითხის დადებითად გადასაწყვეტად. გადაწყვეტილებას კი პირადად გაცნობებთ",
- ამბობს ჩიქობავა.

ქომაგები გახარებულები არიან და თვლიან, რომ ეს პირველი გამარჯვებაა, რადგან მერიამ "იბერიას" თანადგომა გადაწყვიტა.

"ერთად დგომით ყველაფერი შესაძლებელია! ჩვენ არ გავჩერდებით სანამ საბოლოოდ არ გავიმარჯვებთ!" - გვითხრა გუნდის მხარდამჭერმა ბექა ნოზაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
სახელმწიფო კერძო კომპანიებისაგან იღებს თანხებს, რომ დააფინანსოს სპორტული კლუბები.. და პირდაპირ კერძო კომპანიებმა რომ დააფინანსოს, მათ რომ შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი ქონდეთ ასე უფრო უმჯობესი არ იქნება?? კერძო კომპანიებს ფინანსური ინტერესებიც ექნებათ და შეღავათების მიღების მოტივაციაც..
Georgi
22:13 13-07-2013
0
იბერია სტარი - პური ჩვენი არსობისა! თბილისის მერია: თბილისი იბერია სტარის გარეშე წარმოუდგენელია! სსრკ...კ...კ!!!
puri
18:32 13-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული