"ლელოს" დაუკავშირდა ასოციაციის ხელმძღვანელების, ცქიტიშვილის (პრეზიდენტი), ბექა კვიციანის (გენერალური მდივანი) და კახა დევდარიანის (საპატიო პრეზიდენტი) წარმომადგენელი ნინო ნიშნიანიძე.
"ეს კონფერენცია კანონდარღვევით არის ჩატარებული და მიღებული გადაწყვეტილებებიც იურიდიული ნონსენსი და კურიოზია.
აგიხსნით, რატომ: საქართველოს ფუტსალის ასოციაციის წესდების მიხედვით, სფა-ს უმაღლესი ორგანოა კონფერენცია, მაგრამ არსებობს კონფერენციის მოწვევის ვადა და უფლებამოსილების ფარგლები. ეს წესი დარღვეულია.
ამას გ
არ აცნობეს ასოციაციის ხელმძღვანელებსაც - პრეზიდენტს, საპატიო პრეზიდენტს, გენერალურ მდივანსა და სამიდან არც ერთ ვიცე-პრეზიდენტს.
ასევე დარღვეულია დელეგატთა რაოდენობის და კვოტის განსაზღვრის და გამოქვეყნების სამთვიანი ვადა, რომელიც დებულებით მკაცრად არის რეგლამენტირებული.
ამდენად, კანონდარღვევით მოწვეულ კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილებები უკანონოა.
ამავდროულად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, მრავალათასიანი აუდიტორიის წინაშე ალეკო ლეჟავამ განაცხადა, თითქოს ასოციაციის საპატიო პრეზიდენტმა კახა დევდარიანმა და გენერალური მდივანმა ბექა კვიციანმა ყრილობას გადადგომის თაობაზე თხოვნით მიმართეს - არავითარი გადადგომის წერილობითი თხოვნა ბუნებაში არ არსებობს, ისე როგორც მათი ფინანსური ვალდებულებები სფა-ს წინაშე.
ამით ბატონმა ლეჟავამ უხეშად დაარღვია კანონმდებლობა და თავისი განცხადებით შელახა ლევან ცქიტიშვილის, კახა დევდარიანის, ბექა კვიციანის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.
სხვათა შორის, ბატონი ლეჟავა ტიტრებში მოხსენიებული იქნა სფა-ს დამფუძნებლად, მაგრამ დამფუძნებელთა შორის მისი სახელი და გვარი ვერ აღმოვაჩინე.
კონფერენციის თვითმარქვია მდივანს ნინო ნებიერიძეს - დიახ, ის თვითმარქვიაა, რადგან ფუტსალის ასოციაციის დებულებით, ასეთი თანამდებობა გათვალისწინებული არ არის - კრების ოქმის გადაწყვეტილება მოვთხოვე, სადაც ამ სამეულის გათავისუფლებაზე იყო ლაპარაკი და უარი მივიღე.
მას ავუხსენი, რომ კანონმდებლობის ფარგლებში არ მოქმედებდა.
და რაც მთავარია: კრებაზე მიღებული დოკუმენტაცია საჯარო რეესტრის მიერ შეჩერდა, რადგან კანონდარღვევით მიღებული აქტების რეგისტრაციის არავითარი საფუძველი არ გააჩნდა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ სასამართლოში სარჩელის აღძრას ვაპირებთ," - აცხადებს ნიშნიანიძე.
ამ თემაზე კომენტარი კონფერენციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლევან გრიგოლიამ გააკეთა.
"წლეულს, 16 ივნისს, ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან ცქიტიშვილმა უეფას თავზე "გადაახია" დებულება. მან სავალდებულო კონფერენციას, სადაც უნდა წარმოედგინა განვლილი სეზონის დეტალური ფინანსური ხარჯთაღრიცხვა და მომდევნო სეზონის ბიუჯეტი, თავი აარიდა.
სფფ-ს ცნობილი წერილების შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ ლევან ცქიტიშვილს ფინანსური ანგარიშები წესრიგში არ აქვს, ხოლო ეს ეჭვი იმ ფაქტმა გაამძაფრა, რომ მან უარი თქვა გამგეობის სხდომების და კონფერენციის სავალდებულო მოწვევაზე.
ამ ბატონებთან (ცქიტიშვილი, კვიციანი) ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული პრეტენზია: 7 თვის განმავლობაში ვერ ახერხებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეროვნული ნაკრებისთვის გამოყოფილი თანხების კანონიერად განკარგვის დოკუმენტების წარმოდგენას.
კერძოდ: პორტუგალიაში, ორჯერ მალტაში, აზერბაიჯანსა და ჰოლანდიაში თამაშების ხარჯთაღრიცხვას.
ასევე უარს ამბობენ ეროვნული ჩემპიონატის ხარჯთაღრიცხვის და სპონსორების მიერ ჩარიცხული თანხების წარმოდგენაზე და ეროვნული თასის გათამაშების ჩაშლის მიზეზის დასახელებაზე.
მრავალგზის მოთხოვნის მიუხედავად, ისინი უარს აცხადებენ, ასოციაციის წევრებს წარუდგინონ ფინანსური ანგარიში," - ამბობს გრიგოლია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფუტსალში განხეთქილებაა - ლევან ცქიტიშვილი ასოციაციის პრეზიდენტობიდან გადააყენეს