სხვებისთვის სამაგალითო: "დვანი და დიცი საქართველოა!"

AutoSharing Option
5 ოქტომბერს უნგრეთში, დიორის "მიხალი სპორტჰოლში" ფუტსალის უეფას თასის ძირითადი ეტაპის მატჩები დასრულდა. საქართველოს ჩემპიონი "იბერია სტარი" მასპინძელ "დიორ ეტოს" დაუპირისპირდა.

მიუხედავად იმისა, რომ "იბერია" ირაკლი თოდუას გოლით ანგარიშში დაწინაურდა, საბოლოოდ 1:3 დამარცხდა, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ევროპას დაემშვიდობა..

მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელებში ეს ფოტო გავრცელდა: "დიორთან" ბოლო ტურის მატჩამდე "იბერია სტარის" ფეხბურთელებმა დარბაზში გამოფინეს ბანერი - "დვანი და დიცი საქართველოა"!

იმედია, ფეხბურთელებს სხვა სახეობების წარმომადგენლებიც მიბაძავენ. ბოლოს და ბოლოს, სპორტი უნდა იყოს ქვეყნისთვის და არა - ქვეყანა სპორტისთვის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"იბერია სტარი" უეფას ფუტსალის თასის ჯგუფური ეტაპიდან ვერ გავიდა
იბერია სტარი-ტანგო 0:0 - გამარჯვება არბიტრმა წაგვართვა?
იბერია სტარი-გრანდ პრო 2:1 - "იბერიამ" უეფას თასი მოგებით დაიწყო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული