20 ოქტომბერს "ოქროს ლიგის" მეორე ტურის შეხვედრები გაიმართება

AutoSharing Option
20 ოქტომბერს სპორტკომპლექსი "არენა" "ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის", "ოქროს ლიგის" მეორე ტურის შეხვედრებს უმასპინძლებს.

მატჩები 14:00 სთ-დან დაიწყება.


14:00 ნატახტარი - TTC (სატრანსპორტო კომპანია)
15:00 "ერისთავის იურიდიული ჯგუფი" - პროგრეს ბანკი
16:00 PSP - DHL
17:00 მ.ფ.კ " ალგო" - ს.უ. (საქართველოს უნივერსიტეტი)

შეგახსენებთ, რომ 6 ოქტომბერს გამართული სუპერთასის ფინალური მატჩის გამო "ოქროს ლიგის" შარშანდელ ჩემპიონს,"ნატახტარის" გუნდს პირველ ტურში არ უთამაშია. შესაბამისად, ტური გამოტოვა კლუბმა "ალგომაც".

ამჯერად ტური სრულად გაიმართება.

ტურნირი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ფედერაციის "სპორტი
ყველასათვის" მხარდაჭერით და სპორტული სააგენტოს, SBM GEORGIA-ს ორგანიზებით იმართება.

"ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის" ტექნიკური პარტნიორია სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი JOMA.

ლიგის პარტნიორია ყვავილების მაღაზია - www.flowers.ge

ლიგის საინფორმაციო პარტნიორები არიან: რადიო "კომერსანტი 95,5", რადიო "ჯაკო 96,3" და ინტერნეტპორტალები - www.worldsport.ge, www. Geosports.ge და www.sportall.ge.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი თამაშები იქნება
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული