მესამე ტურის შეხვედრები გაიმართება "ოქროს ლიგაში". ასევე, მესამე ტურის ორ მატჩს ჩაატარებენ "ვერცხლის ლიგის" გუნდები, ხოლო სუპერლიგაში მეოთხე ტურის ორი დაპირისპირება გაიმართება.
"ვერცხლის ლიგაში" გამოსარჩევია ორი დაუმარცხებელი გუნდის, "ჯორჯიან უოთერ ენდ პაუერისა" და "დ. ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის" დაპირისპირება. ასევე, ინტერესს იწვევს კიდევ ერთი 100%-იანი ლიდერის, "პროკრედიტ ბანკის" შეხვედრა "სნიკერსთან".
"ოქროს ლიგაში" ყურადღებას იპყრობს "საბანკო დერბი" "პრივატ ბანკსა" და "ვითიბი ბანკს"
რაც შეეხება "სუპერლიგის" მეოთხე ტურის ორ შეხვედრას, განსაკუთრებულ ინტერესს "ვარსკვლავური" "პროგრეს ბანკისა" და გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტის, PSP-ს დაპირისპირება იწვევს. კალაძეს და კომპანიას იოლი გასეირნება ნამდვილად არ ელით.
16.11.2014. ვერცხლის ლიგა. III ტური
13:00 პროკრედიტ ბანკი - სნიკერსი
17:00 GWP - ტატიშვილი
16.11.2014. ოქროს ლიგა. III ტური
11:00 ნატახტარი - ბორჯომი
12:00 ერისთავი - ბათუმის წყალი
16:00 პრივატ ბანკი - ვითიბი ბანკი
18:00 საქართველოს ბანკი - GM ჭიათურა
19:00 CFCP - ევროპაბეთი
16.11.2014. სუპერლიგა. IV ტური
14:00 პროგრეს ბანკი - FC PSP
15:00 დინამო (ბთ) - FC TTC
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი "სკეჩერსი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "მედი ქლაბ ჯორჯია", თაფლი "მეფუტკრე" და ყვავილების მაღაზია "flowers.ge".
რაც შეეხება მედიაპარტნიორებს: რადიოები - "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო"; ვებ პორტალები - sportall.ge, geosports.ge, worldsport.ge, goal.ge, adami.ge, news.ge და ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week".
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური