საქართველოს ფუტსალის ნაკრები: ჯერ ამხანაგურები, მერე ევროშესარჩევი

AutoSharing Option
2 და 3 დეკემბერს სპორტკომპლექს "არენაში" საქართველოს ფუტსალის ნაკრები ორ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს გამართავს. ალიკ სარქისიანის გაწვრთნილები თურქებს დაუპირისპირდებიან. თამაშები 16 საათზე დაიწყება.

ეს მატჩები საქართველოს ფუტსალის ნაკრებისთვის იქნება გენერალური რეპეტიცია ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპამდე, რომელსაც ლიტვის ქალაქი კაუნასი უმასპინძლებს.

აქვე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ჩვენი გუნდის შეხვედრების გრაფიკსაც შემოგთავაზებთ:

14.01.2015. საქართველო-ესტონეთი;
15.01.2015. შვეიცარია-საქართველო;
17.01.2015. საქართველო-ლიტვა.

საქართველოს ნაკრები სასტუმრო "ეუროპა ჰოტელ როიალში" იცხოვრებს, მატჩები კი "დარიუს & გირენას" სპორტულ ცენტრში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
აბა ჰო ....... ტრენერი პორტუგალიამდე არ გვკოლია დანიშნული თურმე და ოსმალებისთვის დაუნიშნიათ. აეეეეეეეეეე ..... მაზოხიზმია მანდ. კობი გაასწორე შეცდომა !
SAGIJE
17:10 21-11-2014
0
ამ პადგრუპიდან მეც გავიყვან ნაკრებს. მერე რას იზამს მერე ?
SAGIJE
17:06 21-11-2014
0

სიახლეები პოპულარული