SBM LEAGUE 2014/15: სადღესასწაულო ტური

AutoSharing Option
23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში ტრადიციული სათამაშო დღე გაიმართება. ჯ. ცერცვაძის სახ. ხელბურთის აკადემია ვერცხლის ლიგის და სუპერლიგის მეოთხე ტურის შეხვედრებს უმასპინძლებს.

"ვერცხლის ლიგის" ტური, ტრადიციულად, არასრული იქნება და მხოლოდ ოთხი შეხვედრა გაიმართება.

განსაკუთრებულ ინტერესს ჩემპიონატის ორი ფავორიტის, "ბი პი ჯორჯიასა" და "ვითიბი 2"-ის დაპირისპირება იწვევს. "მენავთობეებს" ჩემპიონატში ჯერ ქულა არ დაუკარგავთ და ამ წარმატების გასახანგრძლივებლად, უდავოდ დიდი ჯაფა დაადგებათ.

პირველი ქულების ასაღებად მოუწევთ ბრძოლა "ივერიაბეთისა" და "ბანკი რესპუბლიკას" გუნდებს.

საინტერესო დაპირისპირებაა მოსალოდნელი "ბაქსვუდსა" და "პროკრედიტ ბანკს" შორის.
კიდევ ერთ შეხვედრაში, რომელიც გახსნის კიდეც ტურს, "ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდი" "საქართველოს ბანკის" მეორე გუნდს ეთამაშება.

23.11.2014. ვერცხლის ლიგა. IV ტური
12:00 ტატიშვილი - საქართველოს ბანკი 2
15:00 ვითიბი ბანკი 2 - BP GEORGIA
16:00 ბანკი რესპუბლიკა - ივერიაბეთი
17:00 ბაქსვუდი - პროკრედიტ ბანკი

Sportall.Ge

წინა კვირას ნაადრევად დაწყებული მეოთხე ტური დასრულდება სუპერლიგაში. დარჩენილ ორ შეხვედრაში ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი მფკ "ნატახტარი" "საქართველოს უნივერსიტეტს" დაუპირისპირდება, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი გათამაშების აუტსაიდერთან, DHL-თან გაარკვევს ურთიერთობას.

შეგახსენებთ, რომ ამავე ტურის ორი შეხვედრა 16 ნოემბერს გაიმართა. ჩემპიონატის საუკეთესო დაპირისპირებად შერაცხულ მატჩში "პროგრეს ბანკი" "პსპ"-ს დაუზავდა - 5-5, ხოლო თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდმა ბათუმის "დინამოს" სძლია - 4-0.

23.11.2014. სუპერლიგა. IV ტური
14:00 მფკ ნატახტარი - UG
13:00 შსს - DHL GEORGIA

Sportall.Ge

მატჩების მსვლელობისას, სუპერლიგისა და ვერცხლის ლიგის მესამე ტურის საუკეთესო ფეხბურთელები დაჯილდოვდებიან. სუპერლიგაში ეს პატივი "საქართველოს უნივერსიტეტის" მეკარეს, ბაჩო გოგიშვილს ერგო, რომელსაც ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორი JOMA სპეციალური პრიზით დააჯილდოებს.

რაც შეეხება ვერცხლის ლიგას, აქ საუკეთესოდ დასახელებული, "ბაქსვუდის" ლიდერი ლადო ასათიანი, თაფლი "მეფუტკრის" პროდუქციით დაჯილდოვდება.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი "სკეჩერსი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "მედი ქლაბ ჯორჯია", თაფლი "მეფუტკრე" და ყვავილების მაღაზია "flowers.ge".

რაც შეეხება მედიაპარტნიორებს: რადიოები - "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო"; ვებპორტალები: geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, adami.ge, news.ge და ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული