SBM LEAGUE 2014/15: სუპერლიგის და ვერცხლის ლიგის მეხუთე ტური

AutoSharing Option
7 დეკემბერს ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში ტრადიციული სათამაშო დღე გაიმართება. ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიის ცენტრალური დარბაზის პარკეტზე ვერცხლის ლიგის და სუპერლიგის გუნდები გამართავენ მეხუთე ტურის შეხვედრებს.

ვერცხლის ლიგაში გამოსარჩევია საბანკო დერბი, "პროკრედიტ ბანკისა" და "ბანკი რესპუბლიკის" მონაწილეობით. საინტერესო შეხვედრაა მოსალოდნელი "საქრუსენერგოსა" და "საქართველოს ბანკის" მეორე გუნდს შორის.

სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერი" აუტსაიდერს, "კოლიერსს" დაუპირისპირდება, ხოლო "ვითიბი 2" "ივერიაბეთთან" გაარკვევს ურთიერთობას, რომელიც თავის მხრივ, პირველი ქულებისთვის იბრძოლებს. რაც შეეხება ტურის კიდევ სამ შეხვედრას, მომდევნო კვირას, 14 დეკემბერს
გაიმართება.

07.12.2014. ვერცხლის ლიგა. V ტური
12:00 GWP - კოლიერსი
13:00 ივერიაბეთი - ვითიბი ბანკი 2
15:00 საქართველოს ბანკი 2 - საქრუსენერგო
16:00 პროკრედიტ ბანკი - ბანკი რესპუბლიკა

ტრადიციულად, უაღრესად დაძაბული და საინტერესო შეხვედრებია მოსალოდნელი სუპერლიგაში. პირველი ქულების მოსაპოვებლად ერთმანეთთან გაარკვევენ ურთიერთობას გათამაშების ორი აუტსაიდერი, DHL და ბათუმის "დინამო".

ტურის ცენტრალური ეთქმის პსპ-სა და შსს-ს გუნდების დაპირისპირებას; ასევე საინტერესო შეხვედრაა მოსალოდნელი გათამაშების ფავორიტს, მფკ "ნატახტარსა" და ს.კ. "ჯვაროსნებს" შორის, ტურს კი "პროგრეს ბანკის" შეხვედრა დაასრულებს, კალაძე და კომპანია ამჯერად საქართველოს უნივერსიტეტს დაუპირისპირდება და ორმატჩიანი მოუგებელი სერიის შეწყვეტას შეეცდება.

Sportall.Ge

07.12.2014. სუპერლიგა. V ტური
14:00 DHL - დინამო (ბთ)
17:00 FC PSP - შსს
18:00 ს.კ ჯვაროსნები - მფკ ნატახტარი
19:00 UG - პროგრეს ბანკი

Sportall.Ge

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი "სკეჩერსი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, "მედი ქლაბ ჯორჯია", თაფლი "მეფუტკრე", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

რაც შეეხება მედიაპარტნიორებს: რადიოები - "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო"; ვებპორტალები - sportall.ge, geosports.ge, worldsport.ge, goal.ge, adami.ge, news.ge და ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული