ამჯერად მეხუთე ტურის შეხვედრებს ოქროს ლიგის გუნდები გამართავენ, ვერცხლის ლიგაში კი წინა კვირას დაწყებული მეხუთე ტურის დარჩენილი თამაშები გაიმართება.
საინტერესო დაპირისპირებაა მოსალოდნელი "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურასა" და "პრივატ ბანკის" გუნდებს შორის. აღსანიშნავია, რომ იმერლები უდანაკარგოდ ასპარეზობენ, ხოლო "ბანკირებმა" პირველი ქულები წინა ტურში დაკარგეს.
გამორჩეული დუელი იქნება გათამაშების ლიდერს, "ნატახტარსა" და "საქართველოს ბანკს" შორის. ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში "ევროპაბეთი" და "ერისთავი" გაარკვევენ ურთიერთობას.
14.12.2014. ოქროს ლიგა. V ტური
15:00 საქართველოს ბანკი - ნატახტარი
16:00 ერისთავი - ევროპაბეთი
ვერცხლის ლიგის მეხუთე ტურის დარჩენილ სამ შეხვედრაში მნიშვნელოვანი ქულები უნდა გათამაშდეს, რასაც დამატებით დაძაბულობას ზამთრის შესვენების წინ სათასო რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრისთვის ბრძოლა ჰმატებს.
წინა ტურში მოულოდნელად დამარცხებული "კრედო" ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდთან შეეცდება დაკარგულის ანაზღაურებას. თავის მხრივ, "მედიკოსებსაც" ჰაერივით ესაჭიროებათ ქულები.
წინა ტურის მთავარი სენსაციის ავტორი, "რუსთავი 2" ამჯერად გათამაშების ერთ-ერთ ლიდერთან, "ბი პი ჯორჯიასთან" შეეცდება მორიგი წარმატების მიღწევას.
დღის ბოლო შეხვედრაში კი ერთმანეთს "სნიკერსი" და "ბაქსვუდი" დაუპირისპირდებიან.
14.12.2014. ვერცხლის ლიგა. V ტური
12:00 კრედო - ტატიშვილი
13:00 BP GEORGIA - რუსთავი 2
17:00 სნიკერსი - ბაქსვუდი
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი "სკეჩერსი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, "მედი ქლაბ ჯორჯია", თაფლი "მეფუტკრე", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music",
რაც შეეხება მედიაპარტნიორებს: რადიოები - "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო"; ვებპორტალები - geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, adami.ge, news.ge და ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week".
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური