SBM LEAGUE 2014/15: დაძაბული და უხვგოლიანი მეხუთე ტური

AutoSharing Option
14 დეკემბერს ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე გაიმართა, რომელსაც ტრადიციულად, ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ უმასპინძლა.

მეხუთე ტურის მატჩები გამართეს ოქროს ლიგის გუნდებმა. სამივე დაპირისპირება უაღრესად დაძაბული და საინტერესო გამოდგა. კვლავ დაუმარცხებელია "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურის" გუნდი, რომელმაც ამჯერად "პრივატ ბანკს" სძლია მინიმალური სხვაობით, 2-1. ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა "ნატახტარმა", რომელმაც "საქართველოს ბანკი" 4-1 დაამარცხა, თუმცა აღსანიშნავია, რომ "ბანკირებმა“ უამრავი საგოლე მომენტის გამოყენება ვერ მოახერხეს.

გულშემატკივარმა ყველაზე სანახაობრივი და დაძაბული დაპირისპირება "ერისთავისა" და "ევროპაბეთის" შეხვედრაში იხილა, სადაც გამარჯვება "იურისტებს“ ხვდათ
წილად - 3-2.

ხუთი ტურის შემდეგ ხუთიდან ოთხი მოგებით და 12 ქულით სატურნირო ცხრილს "ნატახტარი" ლიდერობს, მასზე ორი ქულით და ერთი თამაშით ნაკლები აქვს "GM ჭიათურას", მესამე ადგილზე კი 9 ქულით "ვითიბი ბანკი" იმყოფება.

14.12.2014. ოქროს ლიგა. V ტური
პრივატ ბანკი - GM ჭიათურა 1-2
გოლები: კარბაია (1) - გოგბერაშვილი (2)

საქართველოს ბანკი - ნატახტარი 1-4
გოლები: სურგულაძე (1) - სეფერთელაძე (3), მიდელაური (1)

ერისთავი - ევროპაბეთი 3-2
გოლები: ჯინჭველაშვილი (2), ტაბატაძე (1) - ქორჩილავა (1), ლუკავა (1)

ოქროს ლიგის ბომბარდირები:
გიორგი სეფერთელაძე (ნატახტარი) - 10, ირაკლი ფირანიშვილი (8)

უხვგოლიანი დასასრული ჰქონდა ვერცხლის ლიგის მეხუთე ტურს. სამ შეხვედრაში, ჯამში, 29 გოლი გავიდა.

წინა ტურში სენსაციურად დამარცხებულმა "კრედომ" "ტატიშვილს" სძლია - 7-1; 6-2 იმარჯვა "ბი პი ჯორჯიამ" "რუსთავი 2"-თან, ხოლო "სნიკერსმა" კვლავ განაგრძო დიდი სხვაობით გამარჯვებების სერია და ამჯერად "ბაქსვუდი" არ დაინდო, 11-2.

მიუხედავად მარცხისა, "ბაქსვუდის" პატარა ქომაგებმა საკუთარ გუნდს წინასწარ მომზადებული სახალისო ფლეშმობი მიუძღვნეს.

Sportall.Ge

ვერცხლის ლიგას უდანაკარგოდ "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი" ლიდერობს 15 ქულით; 12-12 ქულა აქვთ "სნიკერსს", "საქართველოს ბანკი 2"-ს და "ბი პი ჯორჯიას".

14.12.2014. ვერცხლის ლიგა. V ტური
კრედო - ტატიშვილი 7-1
გოლები: ჩიხრაძე (4), ცერცვაძე (3) - ცაგარელი (1)

BP GEORGIA - რუსთავი 2 6-2
გოლები: გაბლაია (3), ხოჭოლავა (1), მალაშხია (1), ხმალაძე (1) - ამიროვი (2)

სნიკერსი - ბაქსვუდი 11-2
გოლები: ბუბუტეიშვილი (1), მ.მენთესაშვილი (4), ბ.მენთესაშვილი (3), ხარტონიშვილი (1), მგალობლიშვილი (2) - ასათიანი (2)

ვერცხლის ლიგის ბომბარდირები:
გიორგი აფციაური (GWP) - 12, ლაშა ჯოხაძე (საქ. ბანკი), ზურა ცერცვაძე (კრედო), ლადო ასათიანი (ბაქსვუდი) - 11, ლევან ჩიხრაძე (კრედო) - 10

გუშინვე ოქროს ლიგის მეოთხე ტურის საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა. ეს წოდება "ევროპაბეთის" შემტევს, გიორგი ლუკავას ხვდა წილად, რომელსაც ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორისგან, ესპანური სპორტული ბრენდისგან JOMA სპეციალური პრიზი გადაეცა.

Sportall.Ge

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი "სკეჩერსი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო "ჰოლიდეი ინი“, Apple City, "მედი ქლაბ ჯორჯია“, თაფლი "მეფუტკრე“, ყვავილების მაღაზია "flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია "GURU music”.

რაც შეეხება მედიაპარტნიორებს: რადიოები - "იმედი“, "კომერსანტი“, "ჯაკო“; ვებპორტალები - sportall.ge, geosports.ge, worldsport.ge, goal.ge, adami.ge, news.ge და ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული