საქართველო VS ესტონეთი - ფუტსალის ნაკრები ევროშესარჩევს იწყებს

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ლიტვის ქალაქ კაუნასში ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს გამართავს.

გუნდმა თბილისური მზადების ციკლი დაასრულა და უკვე ლიტვაშია, სადაც დღეს, 14 იანვარს, პირველ მატჩს გამართავს ესტონეთის ნაკრებთან.

გუნდის უფროსმა მწვრთნელმა ალიკ სარქისიანმა კანდიდატების მზადყოფნა სპორტკომპლექს "არენაში" შეამოწმა და 18 ფეხბურთელიდან 14 საუკეთესო შეარჩია.

მეკარეები: თორნიკე ბუკია (თბილისი), დავით კეფაშვილი (თელასი);
მოთამაშეები: ალექსანდრე ძაბირაძე, გიორგი ტიკურიშვილი, ვახტანგ ჯვარაშვილი, ლევან კობაიძე (ყველა - თბილისი), გოგა ალთუნაშვილი, არჩილ სებისკვერაძე, ზურაბ ლუკავა, შოთა ჭანუყვაძე (ყველა - ბაქოს "ნეფთჩი"), კახა მაისაია, ირაკლი
თოდუა, დავით ბობოხიძე (ყველა - ბაქოს "ეკოლი"), რონი ("სპორტინგი", პარიზი).

C ჯგუფში მატჩების განრიგი ასეთია:

14 იანვარი, 19:30.
საქართველო-ესტონეთი;

15 იანვარი, 19:30.
საქართველო-შვეიცარია;

17 იანვარი, 21:30.
საქართველო-ლიტვა.

ამ ჯგუფში გამარჯვებული გადის ელიტრაუნდის VII ჯგუფში, სადაც 3 ადგილი უკვე შეავსეს პორტუგალიამ, ყაზახეთმა და რუმინეთმა, რომელიც 18-21 მარტს ტურნირის მასპინძელი იქნება.

ცნობილია ამ ჯგუფის კალენდარიც:

18 მარტი.
პორტუგალია-C1; რუმინეთი-ყაზახეთი;

19 მარტი.
ყაზახეთი-პორტუგალია, რუმინეთი-C1;

21 მარტი.
C1-ყაზახეთი, პორტუგალია-რუმინეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული