საქართველოს ფუტსალის ნაკრები ელიტრაუნდისთვის მზადებას მაკედონიით იწყებს

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ელიტრაუნდისთვის მზადება დაიწყო. გუნდი სპორტკომპლექს "არენაში" ვარჯიშობს და შეკრების ფარგლებში, 9 და 10 თებერვალს მაკედონიის ეროვნულ ნაკრებთან სტუმრად ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალიკ სარქისიანმა შეკრებაზე 19 ფეხბურთელი გამოიძახა:

მეკარეები: დავით კეფაშვილი ("თელასი"), თორნიკე ბუკია ("ეკოლი", აზერბაიჯანი);
მოედნის მოთამაშეები: ალექსანდრე ძაბირაძე ("თბილისი"), გოგა ალთუნაშვილი, არჩილ სებისკვერაძე, ზურაბ ლუკავა, შოთა ჭანუყვაძე (ყველა - "ნეფთჩი", აზერბაიჯანი), კახა მაისაია, ირაკლი თოდუა, დავით ბობოხიძე, გიორგი ტიკურიშვილი (ყველა - "ეკოლი", აზერბაიჯანი), ნიკა ზედელაშვილი ("ლიდსელმაში", ბელორუსი), გიორგი დიაკვნიშვილი ("ნიკარსი", ლატვია),
ვახტანგ ჯვარაშვილი ("გრანდ პრო", ბულგარეთი), შოთა თოფურია ("თელასი").

აზერბაიჯანში მოთამაშე ქართველების ჩამოსვლამდე ნაკრების მწვრთნელმა დროებით ოთხი ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონატიდან დაიმატა - მეკარე გიორგი ახობაძე ("ილიაუნი"), ვახტანგ კეკელია, გიორგი სილაგავა (ორივე - "არმაზი"), გიორგი აკობია (IBSU).

ნაკრები მაკედონიაში 8 თებერვალს, გამთენიისას გაემგზავრება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული