შაბათს ბრინჯაოს ლიგის გუნდები გამართავენ მეშვიდე ტურის შეხვედრებს.
"ა" ჯგუფში ტურის ერთ-ერთი გამორჩეული დაპირისპირება გაიმართება: ჯგუფის ლიდერი მფკ "ტატიშვილი" მეორე ადგილზე მყოფ "ბიბლუსს" დაუპირისპირდება. ასევე საინტერესო შეხვედრაა მოსალოდნელი მფკ "პალერმოსა" და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდს შორის. ძალოვნებისთვის ამ მატჩს, სატურნირო თვალსაზრისით, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს.
საპლეიოფო ხუთეულისთვის ბრძოლაში პრინციპული მატჩი ელის თბილისის მერიას, რომლის მეტოქეც "ევროკრედიტი"
რაც შეეხება ჯგუფის კიდევ ორ დაპირისპირებას, "ქლინინგ სერვის გრუპი" "ბი პი 2"-თან ითამაშებს, ხოლო ჯგუფის ორი აუტსაიდერი - "თიბისი ფეი" და ქვემო ქართლის "კრედო" ერთმანეთთან შეეცდებიან პირველი გამარჯვების მოპოვებას.
არანაკლებ პრინციპული და დაძაბული შეხვედრებია მოსალოდნელი "ბ" ჯგუფში. თამამად შეიძლება ტურის ცენტრალურ შეხვედრად კიდევ ორი დაპირისპირება მოვნათლოთ: მეორეადგილოსანი "საქართველოს ფოსტა" ცხრილში მესამე ადგილზე მყოფ "პალიტრას" დაუპირისპირდება, მეოთხე ადგილზე მყოფი VIVUS.GE კი მეხუთე საფეხურზე მყოფ მცხეთის "გუჯართან" გაარკვევს ურთიერთობას.
პლეი ოფში მოსახვედრად აუცილებელი ქულებისთვის იბრძოლებენ "მედიკოსები" - "მედიქლაბჯორჯია" ბოლოადგილოსან "მეგაკოს" ეთამაშება, ხოლო "ჯო ენი" "ბაქსვუდი 2"-ს დაუპირისპირდება. რაც შეეხება ჯგუფის ლიდერს, კასპელი "გენერლები" აუტსაიდერ "კარფურთან" კვირას, 19 აპრილს ითამაშებენ.
18.04 - 19.04.2015. ბრინჯაოს ლიგა. VII ტური.
"ა" ჯგუფი
11:00 MFC PALERMO - სდსს
12:00 CSG - BP 2
13:00 ევროკრედიტი - მერია
14:00 კრედო (ქვემო ქართლი) - TBC Pay
19:00 ბიბლუსი - მფკ ტატიშვილი
"ბ" ჯგუფი
15:00 გუჯარი (მცხეთა) - VIVUS.GE
16:00 ჯო ენი - ბაქსვუდი 2
17:00 მედიქლაბჯორჯია - მეგაკო
18:00 პალიტრა მედია - საქართველოს ფოსტა
19.04.2015
18:00 კარფური - გენერალი (კასპი)
კვირას, 19 აპრილს ცერცვაძის სახელობის აკადემიის დარბაზი ვერცხლის ლიგისა და სუპერლიგის გუნდებს დაეთმობათ.
ვერცხლის ლიგაში წრიული ეტაპის ბოლო ტურის სამი მატჩი გაიმართება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მატჩი ელის ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდს, რომელიც "რუსთავი 2"-ს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში პლეი ოფის საგზურს გაინაღდებს.
საუკეთესო რვიანში მოსახვედრად ბოლოჯერ გაიბრძოლებს "საქრუსენერგო", რომლის მეტოქეც "ვითიბი 2" იქნება, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, თუკი "ტატიშვილი" სამ ქულას მოიპოვებს, "ენერგეტიკოსების" მცდელობა ნებისმიერ შემთხვევაში ამაო იქნება.
რეგულარული სეზონის პირველ ადგილზე დასასრულებლად "საქართველოს ბანკი 2"-ს "ბაქსვუდთან" სამი ქულის მოპოვება მართებს.
რაც შეეხება ტურის დარჩენილ სამ შეხვედრას, 26 აპრილს საბოლოოდ გაირკვევა, თუ როგორ დაწყვილდებიან გუნდები პლეი ოფში.
19.04.2015. ვერცხლის ლიგა. XIII ტური
12:00 რუსთავი 2 - ტატიშვილი
17:00 ბაქსვუდი - საქართველოს ბანკი 2
19:00 ვითიბი ბანკი 2 - საქრუსენერგო
ტრადიციულად, საინტერესო შეხვედრებია მოსალოდნელი სუპერლიგაში. წრიული ეტაპის დასრულებამდე 6 ტურით ადრე, საპლეიოფო ზონასა და დანარჩენ გუნდებს შორის არსებული სხვაობიდან გამომდინარე, ქვედა ეშელონის გუნდებისთვის ყველა ტურს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს.
ამ მხრივ, სწორედ გამოსარჩევია მფკ "ნატახტარი" - "საქართველოს უნივერსიტეტი" და ბათუმის "დინამო" - "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" დაპირისპირებები. "სტუდენტებსა" და ტტც-ს 10-10 ქულა აქვთ და 11 ქულით ჩამორჩებიან მეოთხე ადგილზე მყოფ "პროგრეს ბანკს". შესაბამისად, ამ მატჩებში სამი ქულის მოპოვება მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
თავის მხრივ, პლეი ოფში მოსახვედრად მცირე შანსები აჭარლებსაც აქვთ და ისინიც თითოეული ქულისთვის გამეტებით იბრძვიან. ამაზე ყველაზე მეტად მათ მიერ შსს-ს ძლევა მეტყველებს.
13 ქულით ოთხეულთან ყველაზე ახლოს მყოფი ს.კ. "ჯვაროსნები" ამ ტურში ისვენებს. სატურნირო ცხრილის ლიდერი შსს აუტსაიდერ DHL-ს დაუპირისპირდება. ტურის კიდევ ერთი შეხვედრა, "პროგრეს ბანკსა" და FC PSP-ს შორის, რომელიც უდავოდ ცენტრალური უნდა ყოფილიყო, გუნდების ორგანიზატორთან შეთანხმებით გადაიდო. ამ მატჩის გამართვის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
19.04.2015. სუპერლიგა. XIII ტური
13:00 შსს - DHL GEORGIA
14:00 დინამო (ბთ) - FC TTC
15:00 მფკ ნატახტარი - UG
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი "ECCO". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, N.Geo.N, "მედი ქლაბ ჯორჯია", NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური "ომეგა", თაფლი "მეფუტკრე", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".
რაც შეეხება მედიაპარტნიორებს: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო", ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები "OFFSIDE" და "ლელო week".
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური