ბრინჯაოს ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრებმა საბოლოოდ გაარკვია იმ 10 გუნდის ვინაობა, რომლებიც ვერცხლის ლიგის ბოლო 6 გუნდთან ერთად პლეი ოფში განაგრძობენ ასპარეზობას.
"ა" ჯგუფში მხოლოდ ერთი საგზურის ბედი იყო გარკვეული. მფკ "ტატიშვილმა" ვადაზე ადრე გაინაღდა მომდევნო ეტაპზე თამაში. ბოლო ტურში "მედიკოსები" "ქლინინგ სერვის გრუპს" დაუპირისპირდნენ, რომელსაც თავის მხრივ, პლეი ოფში გასასვლელად ქულაც ჰყოფნიდა, თუმცა ამ უკანასკნელმა
ასევე 19 ქულით მეორე ადგილზე მფკ "პალერმო" გავიდა. "სიცილიელებს" "კრედო-ქვემო ქართლის" დამარცხება არ გასჭირვებიათ - 9-2.
"ა" ჯგუფის მეოთხე საგზური "ევროკრედიტს" ერგო, რომელმაც თავის მხრივ, "თიბისი ფეის" სძლია იოლად - 10-0.
ჯგუფის მთავარი ინტრიგა კი "ბიბლუსის" და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდების დაპირისპირება იყო, რომელსაც მეხუთე საგზურის ბედი უნდა გაერკვია. ძალოვნების ერთადერთი შანსი ამ მატჩის სამბურთიანი სხვაობით მოგება იყო, რასაც მათ ერთი შეხედვით იოლად გაართვეს თავი და 9-2 გაანადგურეს მეტოქე. ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად შერაცხული "ბიბლუსი" კი ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა.
ერთი საგზურის ბედი უნდა გარკვეულიყო "ბ" ჯგუფში. როგორც მოსალოდნელი იყო, მცხეთის "გუჯარმა" მოახერხა "მედიქლაბჯორჯიის" დამარცხება - 3-0 და პლეი ოფის მეხუთე საგზური მოიპოვა.
დაუმარცხებლად დაასრულეს ასპარეზობა "გენერალმა" და "საქართველოს ფოსტამ". კასპელებმა "ჯო ენს" სძლიეს - 8-2 და 23 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.
იოლად იმარჯვეს "ფოსტალიონებმა" "ბაქსვუდთან" - 15-2 და ორი ბურთი დააკლდათ იმისთვის, რომ ჯგუფში პირველი ადგილი დაეკავებინათ.
ყველაზე საინტერესო "პალიტრისა" და "ვივუსის" დაპირისპირება გამოდგა, რომელიც ფრედ, 3-3 დასრულდა. შესაბამისად, მესამე-მეოთხე ადგილებზე სწორედ აღნიშნული გუნდები გავიდნენ.
02 - 03.05.2015. ბრინჯაოს ლიგა. IX ტური.
ა ჯგუფი
მერია - BP 2 8-3
კრედო (ქვ. ქართლი) - MFC PALERMO 2-9
ევროკრედიტი - TBC Pay 10-0
CSG - მფკ ტატიშვილი 5-2
03.05.2015
ბიბლუსი - სდსს 2-9
ბ ჯგუფი
ჯო ენი - გენერალი (კასპი) 2-8
გუჯარი (მცხეთა) - მედიქლაბჯორჯია 3-0
03.05.2014
საქართველოს ფოსტა - ბაქსვუდი 2 15-2
პალიტრა მედია - VIVUS.GE 3-3
რაც შეეხება მომდევნო ეტაპს, ბრინჯაოს ლიგის ათ საუკეთესო გუნდს ვერცხლის ლიგიდან ჩამოქვეითებული 6 გუნდი შეუერთდა, რომლებმაც ვირტუალურ ცხრილში ზედა ექვსი ადგილი დაიკავეს, დანარჩენი 10 ადგილი კი ბრინჯაოს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით მომდევნო ეტაპზე გასულ გუნდებზე გადანაწილდა.
1/8-ფინალური წყვილები ასე გამოიყურება:
საქრუსენერგო - გუჯარი (მცხეთა)
ბაქსვუდი - სდსს
პროკრედიტი - პალიტრა
რუსთავი 2 - ევროკრედიტი
ივერიაბეთი - მფკ ტატიშვილი
კოლიერსი - მფკ პალერმო
გენერალი (კასპი) - VIVUS.GE
საქართველოს ფოსტა - CSG
1/4-ფინალისტების ვინაობა 9 მაისს გაირკვევა.
ბრინჯაოს ლიგის ბომბარდირები: ირაკლი ბურჭულაძე (ევროკრედიტი) - 22, ჯაბა კოღუა (საქართველოს ფოსტა) - 19, პაატა ჩახაია (ჯო ენი) - 17, ზურა ბიძინაშვილი (ჯო ენი) - 16, გიორგი ხაჩოშვილი (საქართველოს ფოსტა), გიორგი მაკარაშვილი (პალიტრა) - 15
შაბათსვე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის თასის გათამაშების ფინალისტები გამოვლინდნენ. "ერისთავისა" და "ევროპაბეთის" 1/2-ფინალური დაპირისპირება მოულოდნელი შედეგით, 7-0 დასრულდა "იურისტების" სასარგებლოდ, რომლებიც თასის ფინალში პირველად ითამაშებენ. მათი მეტოქე კი 2012/13 წწ სეზონის თასის მფლობელი "ბი პი ჯორჯია" იქნება.
"მენავთობეებმა" "საქართველოს ბანკთან" გამართულ საკმაოდ დაძაბულ და საინტერესო ორთაბრძოლაში ძირითადი და დამატებითი დროის ნულოვანი ფრით დასრულების შემდეგ, წარმატებას 7-მეტრიანების სერიაში მიაღწიეს და თასის მეორედ მოგებას შეეცდებიან. ფინალური შეხვედრა 31 მაისს გაიმართება.
02.05.2015. თასი. 1/2-ფინალი
ერისთავი - ევროპაბეთი 7-0
საქართველოს ბანკი - BP GEORGIA 0-0 პენ. 5-6
კვირას ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში სტარტი აიღო კიდევ ერთმა გათამაშებამ - გაერთიანებულმა ლიგამ, რომელშიც 6 გუნდი მონაწილეობს.
3 მაისს პირველი ტურის ერთი შეხვედრა გაიმართა. "თრეველკემპჯორჯიამ" 12-1 დაამარცხა "კნაუფი". ამ ორი გუნდის გარდა, მომდევნო კვირიდან გათამაშებაში ჩაებმებიან "შანგრილა", "გორგია", "ჯი პი აი ჰოლდინგი" და "რუსთავის მერია".
წრიული ეტაპის შემდეგ გამოვლინდება საუკეთესო ოთხეული, რომლებიც 1/4-ფინალში ბრინჯაოს ლიგის მეექვსე-მეშვიდე ადგილებზე გასულ გუნდებთან ითამაშებენ.
03.05.2015. გაერთიანებული ლიგა. I ტური
კნაუფი - Travelcamp Georgia 1-12
სათამაშო კვირა სუპერლიგის XIV ტურის მატჩებით დასრულდა. მიმდინარე გათამაშებაში მესამე გამარჯვება მოიპოვა ბათუმის "დინამომ", რომელმაც აუტსაიდერ DHL-ს სძლია - 2-1.
დამაჯერებლად იმარჯვა "ვარსკვლავურმა" "პროგრეს ბანკმა", რომელმაც პირველი წრის მსგავსად, ახლაც მოახერხა "საქართველოს უნივერსიტეტის" დამარცხება - 5-2 და საპლეიოფო ოთხეულში პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა.
ყველაზე დაძაბული კი მფკ "ნატახტარისა" და სკ "ჯვაროსნების" დაპირისპირება გამოდგა. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრა "ნატახტარის" გამარჯვებით - 4-3 დასრულდა, რითიც მათ მეტოქეზე წინა წრეში განცდილი მარცხისთვის რევანში აიღეს და ცხრილში პირველ ადგილზეც გადაინაცვლეს.
03.05.2015. სუპერლიგა. XIV ტური
DHL - დინამო (ბთ) 1-2
UG - პროგრეს ბანკი 2-5
ს.კ ჯვაროსნები - მფკ ნატახტარი 3-4
სუპერლიგის ბომბარდირები: რევაზ ინჯგია (შსს) - 19, კახა კალაძე (პროგრეს ბანკი), ალექსანდრე იაშვილი (პროგრეს ბანკი) - 17.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი "ECCO". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, N.Geo.N, "მედი ქლაბ ჯორჯია", NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური "ომეგა", თაფლი "მეფუტკრე", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".
რაც შეეხება მედიაპარტნიორებს: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო", ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები "OFFSIDE" და "ლელო week".
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური