შაბათ-კვირის სათამაშო დღეები გაერთიანებული ლიგის მეორე ტურის შეხვედრებით გაიხსნა. 9 მაისს ერთმანეთს "კნაუფი" და "გორგია" დაუპირისპირდნენ. მატჩი ამ უკანასკნელთა გამარჯვებით, 2-6 დასრულდა.
ლიგაში დებიუტი წარმატებით აღნიშნა "შანგრილამაც", რომელმაც კიდევ ერთ დებიუტანტს, რუსთავის მერიის გუნდს სძლია 5-1.
09.05.2015. გაერთიანებული ლიგა. II ტური
კნაუფი - გორგია
10.05.2015. გაერთიანებული ლიგა. II ტური
შანგრილა - რუსთავის მერია 5-1
გაერთიანებული ლიგის შემდეგ, შაბათი დღე მთლიანად ბრინჯაოს ლიგის 1/8-ფინალებს დაეთმო, სადაც გამარჯვებულის ბედი ერთ დაპირისპირებას უნდა გადაეწყვიტა.
როგორც მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებულად საინტერესო, სანახაობრივი და დაძაბული ორი დაპირისპირება გამოდგა.
კასპის "გენერალისა" და Vivus.ge-ს შეხვედრაში გამარჯვებულის გამოსავლენად ძირითადი დრო საკმარისი არ აღმოჩნდა. 40 წუთის მანძილზე გუნდებმა თითო-თითო გოლი გაცვალეს. გარდამტეხი დამატებითი ხუთწუთიანი ტაიმი აღმოჩნდა, სადაც "ვივუსის" ფეხბურთელებმა მეტოქეს შეცდომა არ აპატიეს და საბოლოოდ ორი ბურთის გატანაც მოახერხეს - 3-1 "ვივუსის" სასარგებლოდ. კასპელები კი, ჯგუფური ეტაპის წაუგებლად გავლის შემდეგ, პირველივე მარცხით ასპარეზობას გამოეთიშნენ.
"ა" ჯგუფის მოგების შემდეგ 1/4-ფინალს მიღმა აღმოჩნდა "ქლინინგ სერვის გრუპიც" . "საქართველოს ფოსტასთან" უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ, 2-2 დასრულდა. 7-მეტრიანების სერია კი "ფოსტალიონებმა" უკეთ შეასრულეს (5-4) და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს.
1/4-ფინალში ითამაშებს მცხეთის "გუჯარიც". მცხეთელებმა, "საქრუსენერგოსთან" ცუდი სტარტის მიუხედავად, მალევე შეძლეს მატჩის შემოტრიალება და საბოლოოდ დამაჯერებლად, 4-1 იმარჯვეს.
ვერცხლის და ბრინჯაოს ლიგის დუელებიდან განსაკუთრებულად დაძაბული "ბაქსვუდისა" და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდების დაპირისპირება გამოდგა.
ბაქსვუდელებმა, ყველასთვის მოულოდნელად, მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს ფავორიტ მეტოქეს და რომ არა მატჩის მიწურულს გაცუდებული ორი 10-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა (მათ შორის, ერთი შეხვედრის ბოლო წამზე), შესაძლოა, პლეი ოფში სენსაციაც დაფიქსირებულიყო. საბოლოოდ 2-1 ძალოვანთა სასარგებლოდ.
1/4-ფინალის საგზურის მოპოვება არ გასჭირვებიათ მფკ "ტატიშვილს", "ევროკრედიტს" და "პალიტრას", რომლებმაც იოლად მოახერხეს "ვერცხლის" მეტოქეების "გავლა".
09.05.2015. ბრინჯაოს ლიგა. 1/8-ფინალი
ივერიაბეთი - მფკ ტატიშვილი 2-11
ბაქსვუდი - სდსს 1-2
რუსთავი 2 - ევროკრედიტი 2-5
გენერალი (კასპი) - VIVUS.GE 1-1 დ.დ 1-3
პროკრედიტი - პალიტრა 1-7
საქრუსენერგო - გუჯარი (მცხეთა) 1-4
საქართველოს ფოსტა - CSG 2-2 პენ. 5-4
1/4-ფინალში, რომელიც 16 მაისს გაიმართება, გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
მფკ ტატიშვილი - ევროკრედიტი
სდსს - VIVUS.GE
პალიტრა - მფკ პალერმო
საქართველოს ფოსტა - გუჯარი
ბრინჯაოს ლიგის ბომბარდირები: ირაკლი ბურჭულაძე (ევროკრედიტი) - 26, ჯაბა კოღუა (საქართველოს ფოსტა) - 19, გიორგი მაკარაშვილი (პალიტრა), პაატა ჩახაია (ჯო ენი) - 17, ზურა ბიძინაშვილი (ჯო ენი) - 16, გიორგი ხაჩოშვილი (საქართველოს ფოსტა) - 15.
კვირა დღის მთავარი ინტრიგა ვერცხლის ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველი რაუნდის შეხვედრები იყო და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მოლოდინმა გაამართლა. ოთხივე დუელში გამარჯვებულის ბედი განმეორებით შეხვედრებში უნდა გადაწყდეს.
რეგულარული სეზონის გამარჯვებულმა, "საქართველოს ბანკის" მეორე გუნდმა წრიულში მერვე ადგილზე გასულ ბანკ "რესპუბლიკას" ვერ მოუგო, ფრე 2-2. ფრე, ოღონდ ნულოვანი დაფიქსირდა GWP-სა და "ვითიბი 2"-ის დაპირისპირებაში. მხოლოდ ერთბურთიანი სხვაობით იმარჯვა "სნიკერსმა" "ბი პი ჯორჯიასთან" - 2-1.
განმეორებითი დაპირისპირების წინ შედარებით უკეთესი მდგომარეობა აქვს "კრედოს", რომელმაც "ტატიშვილი" ორბურთიანი სხვაობით, 3-1 დაამარცხა.
10.05.2015. ვერცხლის ლიგა. 1/4-ფინალი (პირველი რაუნდი)
GWP - ვითიბი 2 0-0
BP GEORGIA - სნიკერსი 1-2
საქართველოს ბანკი 2 - ბანკი რესპუბლიკა 2-2
კრედო - ტატიშვილი 3-1
განმეორებითი შეხვედრები 24 მაისს გაიმართება.
ვერცხლის ლიგის ბომბარდირები: ზურა ცერცვაძე (კრედო) - 31 , ლაშა ჯოხაძე (საქართველოს ბანკი 2) - 28, ლადო ასათიანი (ბაქსვუდი) - 26, გიორგი აფციაური (GWP) - 25
ტრადიციულად, საინტერესოდ წარიმართა სუპერლიგის მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრები, რომლებიც ასევე კვირას გაიმართა.
დრამატული და უხვგოლიანი გამოდგა "პროგრეს ბანკისა" და სკ "ჯვაროსნების" დაპირისპირება, სადაც "ვარსკვლავები" მარცხს დავით მუჯირის "ბაზერ ბითერით" გადაურჩნენ, რაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ "კალაძე და კომპანიას" პლეი ოფის საგზური ოფიციალურად გაენაღდებინა.
მორიგი გამარჯვება მოიპოვა ბათუმის "დინამომ", რომელმაც ამჯერად ერთ-ერთი ფავორიტი FC PSPდაამარცხა - 2-0 და მეხუთე ადგილზე აღზევდა.
დაგეგმილი სამი ქულის მოპოვება შეძლო შსს-მ. "ძალოვნებმა" "საქართველოს უნივერსიტეტს" მოუგეს - 4-2 და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიბრუნეს.
ამრიგად, წრიული ეტაპის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, პლეი ოფში გამსვლელი ოთხეულიდან სამი ოფიციალურად გარკვეულია. მეოთხე საგზურის მოსაპოვებლად "ფარმაცევტებს" დარჩენილ ოთხ შეხვედრაში 1 ქულაც ჰყოფნით, რაც მხოლოდ დროის საკითხია. 31 მაისს საბოლოოდ გახდება ცნობილი, თუ როგორ დაწყვილდებიან გუნდები 1/2-ფინალში.
10.05.2015. სუპერლიგა. XV ტური
FC TTC - DHL 3-0
პროგრეს ბანკი - ს.კ ჯვაროსნები 5-5
დინამო (ბთ) - FC PSP 2-0
შსს - UG 4-2
სუპერლიგის ბომბარდირები: რევაზ ინჯგია (შსს) - 21, კახა კალაძე (პროგრეს ბანკი) - 18, ალექსანდრე იაშვილი (პროგრეს ბანკი) - 17
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი "ECCO". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, N.Geo.N, "მედი ქლაბ ჯორჯია", NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური "ომეგა", თაფლი "მეფუტკრე", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".
რაც შეეხება მედიაპარტნიორებს: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო", ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები "OFFSIDE" და "ლელო week".
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური