SBM LEAGUE 2014/15: ჩემპიონატი კულმინაციას უახლოვდება

AutoSharing Option
16-17 მაისს გასამართ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სათამაშო დღეებს, ტრადიციულად, ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემია უმასპინძლებს. საპლეიოფო ციებ-ცხელება ამ უქმეებზეც გაგრძელდება.

ბრინჯაოს ლიგაში 1/4-ფინალური შეხვედრები უნდა გაიმართოს, რის შემდეგაც საუკეთესო ოთხეული გამოვლინდება. 1/2-ფინალური ეტაპის პირველი რაუნდის დაპირისპირებებს გამართავენ ოქროს ლიგის გუნდები.

სუპერლიგასა და გაერთიანებულ ლიგაში კი მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრები გაიმართება.

16 მაისის სათამაშო დღე გაერთიანებული ლიგის მესამე ტურის მატჩებით აიღებს სტარტს. "კნაუფი" "შანგრილასთან" შეეცდება პირველი ქულების მოპოვებას. ანალოგიურ მდგომარეობაშია "რუსთავის მერიაც", რომლის მეტოქეც "თრეველკემპ ჯორჯია" იქნება.

ტურს "გორგიასა" და "ჯიპიაი
ჰოლდინგის" დაპირისპირება დაასრულებს.

16.05.2015. გაერთიანებული ლიგა. III ტური
12:00 კნაუფი - შანგრილა
13:00 Travel camp Georgia - რუსთავის მერია
19:00 გორგია - ჯიპიაი ჰოლდინგი.


შაბათი საღამოს მთავარი ამბები კი ბრინჯაოს ლიგის 1/4-ფინალებში უნდა განვითარდეს. 20 გუნდიდან დარჩენილი საუკეთესო რვა 1/2-ფინალში გასასვლელად იბრძოლებს. ყველა წყვილში უაღრესად დაძაბული და საინტერესო დაპირისპირებებია მოსალოდნელი.

ოთხი დუელიდან მიმდინარე სეზონში ორი მეორედ გაიმართება - "საქართველოს ფოსტისა" და მცხეთის "გუჯარის" მეხუთე ტურში გამართული შეხვედრა, რომელიც საკმაოდ სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა, ფრედ, 3-3 დასრულდა. ასევე ყაიმით, 2-2 დასრულდა მფკ "ტატიშვილისა" და "ევროკრედიტის" სადებიუტო დაპირისპირებაც.

საინტერესოა ისიც, რომ მომდევნო ეტაპზე სწორედ ამ წყვილებს შორის გამარჯვებულები შეხვდებიან ერთმანეთს.

16.05.2015. ბრინჯაოს ლიგა. 1/4-ფინალი
18:00 საქართველოს ფოსტა - გუჯარი
20:00 მფკ ტატიშვილი - ევროკრედიტი
21:00 სდსს - VIVUS.GE
22:00 პალიტრა - მფკ პალერმო

გაერთიანებული ლიგის კიდევ ორი დაპირისპირება კვირას გაიმართება. პირველი ტურის გადადებულ შეხვედრებში ერთმანეთის წინააღმდეგ "ჯიპიაი ჰოლდინგი"-"რუსთავის მერია" და "შანგრილა"-"გორგია" ითამაშებენ.

17.05.2015. გაერთიანებული ლიგა. I ტური (გადადებული)
13:00 ჯიპიაი ჰოლდინგი - რუსთავის მერია
19:00 შანგრილა - გორგია

კვირასვე სუპერლიგის XVI ტური გაიმართება, რომელმაც შესაძლოა საბოლოოდ გაარკვიოს ის მეოთხე გუნდი, რომელიც პლეი ოფში ითამაშებს.

FC PSP-ს, რომლის მეტოქეც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საფეხბურთო გუნდი იქნება, მინიმუმ ერთი ქულა ჰყოფნის, რომ უახლოესი მდევრისთვის მიუწვდომელი გახდეს.

საინტერესო დაპირისპირებებია მოსალოდნელი ასევე მფკ "ნატახტარი"-"პროგრეს ბანკსა" და სკ "ჯვაროსნები"-შსს-ს შორის. რაც შეეხება ბათუმის "დინამოს", მეორე წრეში დაუმარცხებელი აჭარლები "საქართველოს უნივერსიტეტთან" შეეცდებიან მორიგი ქულების მოპოვებას.

17.05.2015. სუპერლიგა. XVI ტური
12:00 მფკ ნატახტარი - პროგრეს ბანკი
14:00 UG - დინამო (ბთ)
15:00 ს.კ ჯვაროსნები - შსს
17:00 FC PSP - FC TTC

ოქროს ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის პირველი რაუნდის დაპირისპირებებიდან კვირას მხოლოდ ერთი გაიმართება. რეგულარული სეზონის გამარჯვებული, "GM ჭიათურა" "ევროპაბეთს" დაუპირისპირდება. რაც შეეხება "ნატახტარისა" და "საქართველოს ბანკის" ნახევარფინალს, ეს გუნდები თავიანთ პირველ შეხვედრას 22 მაისს გამართავენ.

17.05.2015. ოქროს ლიგა. 1/2-ფინალი (პირველი რაუნდი)
16:00 GM ჭიათურა - ევროპაბეთი

22.05.2015.ოქროს ლიგა. 1/2-ფინალი (პირველი რაუნდი) (არენა 1)
21:00 ნატახტარი - საქართველოს ბანკი

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი "ECCO". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, N.Geo.N, "მედი ქლაბ ჯორჯია", NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური "ომეგა", თაფლი "მეფუტკრე", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

რაც შეეხება მედიაპარტნიორებს: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო", ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები "OFFSIDE" და "ლელო week".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული