SBM LEAGUE 2015/16: სუპერლიგის III ტურში საინტერესო შეხვედრები გაიმართება

AutoSharing Option
22 ნოემბერს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში სუპერლიგის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართება, რომელსაც ტრადიციულად, ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს.

სუპერლიგა A-ს ტური 12:00 სთ-ზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის და მცხეთის სახელით მოასპარეზე "გრანდ გრუპ ჯორჯიის" გუნდების დაპირისპირებით დაიწყება. თუკი "ძალოვნებს" ამ მატჩამდე თითო მოგება-წაგება აქვთ, მცხეთელებს მხოლოდ ერთი ქულა აქვთ აქტივში. შესაბამისად, პირველი გამარჯვებისთვის მოუწევთ ბრძოლა.

13:00 სთ-ზე დაიწყება სკ "ჯვაროსნები-ევექსისა" და ბათუმის "დინამოს" შეხვედრა. აჭარლები თავიანთი პირველი ქულების მოპოვებას საკმაოდ ძლიერ მოწინააღმდეგესთან ეცდებიან.

უკვე ტრადიციად იქცა, რომ ტურში მინიმუმ ორი ცენტრალური დაპირისპირება
იმართება. 17:00 სთ-ზე სატურნირო ცხრილის ლიდერი მფკ "ნატახტარი" შსს-ს დაუპირისპირდება, ხოლო 18:00 სთ-ზე მოქმედი ჩემპიონი სკ პსპ ვეტერანებთან ეცდება სტატუსის დამტკიცებას. თუმცა, თავის მხრივ, "კალაძე და კომპანიასაც" ჰაერივით ესაჭიროებათ პირველი ქულების მოპოვება. მესამე ტურს "სატრანსპორტო კომპანიისა" და მფკ "ტატიშვილის" დაპირისპირება დაასრულებს.

22.11.2015. სუპერლიგა A. III ტური
12:00 სდსს - GRANDE GROUP (მცხეთა)
13:00 სკ ჯვაროსნები-ევექსი - დინამო (ბთ)
17:00 შსს - მფკ ნატახტარი
18:00 FC PSP - ვეტერანები
19:00 FC TTC - მფკ ტატიშვილი

მესამე ტურის შეხვედრებს გამართავენ სუპერლიგა B-ს გუნდებიც. ცხრილის ლიდერი, საქართველოს უნივერსიტეტის ახალგაზრდული გუნდი მინი-ფეხბურთის ვეტერანებით დაკომპლექტებულ "პალერმოს" დაუპირისპირდება.

სხვა შეხვედრებიდან გამოსარჩევია ზესტაფონის "ფერო"- "დანაშაულის პრევენციის ცენტრის" და კასპის "გენერლისა" და "ვივუსის" გუნდების დაპირისპირებები. ეს უკანასკნელი წყვილი პირველად ერთმანეთს შარშანდელი სეზონის ბრინჯაოს ლიგაში შეხვდა. ჯგუფურ ეტაპზე კასპელებმა 3-1 დაამარცხეს მეტოქე, თუმცა 1/8-ფინალში უკვე დამატებით დროში თავად დამარცხდნენ ანალოგიური ანგარიშით.

22.11.2015. სუპერლიგა B. III ტური
11:00 ევროკრედიტი - ახპიური (ბთ)
14:00 UNICREDIT.GE - GM ჭიათურა
15:00 სკ ფერო (ზესტ) - CFCP
16:00 მფკ გენერალი (კასპი) " VIVUS.GE
20:00 პალერმო - UG

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა", "ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

მედიაპარტნიორები: რადიოები - "იმედი", "კომერსანტი", "JAKO FM"; ვებპორტალები - geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, 90wuti.ge და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული