პირველები პარკეტზე ვერცხლის ლიგის გუნდები გავლენ. სასტარტო შეხვედრაში ერთმანეთს ცხრილის ლიდერი "ალიანს საქართველოსა" და აუტსაიდერი "თეთრი ქუდის" გუნდები დაუპირისპირდებიან. საკმაოდ საინტერესო შეხვედრაა მოსალოდნელი "ბი პი ჯორჯიასა" და ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდებს შორის. ჩემპიონატის დებიუტანტი და ჯერჯერობით უქულოდ მყოფი "ავერსი" "საქრუსენერგოსთან" ითამაშებს, რომელსაც თითო მოგება-წაგება აქვს. ამავე ტურში კიდევ ორი საინტერესო დაპირისპირება გაიმართება, 14:00 სთ-ზე
29.11.2015. ვერცხლის ლიგა. III ტური
11:00 ალიანს საქართველო - თეთრი ქუდი
12:00 BP GEORGIA - ტატიშვილი
13:00 ავერსი - საქრუსენერგო
14:00 თბილისის მერია - ვითიბი ბანკი
15:00 ბაქსვუდი - ბანკი რესპუბლიკა
მესამე ტურის შეხვედრები გაიმართება ოქროს ლიგაში.
ტური 16:00 სთ-ზე "საქართველოს ფოსტისა" და "ევროპაბეთის" დაპირისპირებით დაიწყება. "ფოსტალიონებმა" სასტარტო შეხვედრაში მოპოვებული სამი ქულის შემდეგ მეორე ტური გამოტოვეს, ხოლო შარშანდელმა ფინალისტმა ჩემპიონატი სუსტად დაიწყო და მხოლოდ წაგებების გრაფაში უწერია ორიანი.
ტურის ცენტრალური შეხვედრა კი 17:00 სთ-ზე დაიწყება, რომელშიც ერთმანეთს მიმდინარე გათამაშების ორი ლიდერი, საპატრულო პოლიციისა და "ნატახტარის" გუნდები დაუპირისპირდებიან. "ძალოვნები" ორიდან ორი მოგებით ერთპიროვნულად ლიდერობენ, ხოლო მოქმედ ჩემპიონს თითო მოგება და ფრე აქვს აქტივში.
პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება "საქართველოს ბანკი", რომელსაც მეტოქედ საკმაოდ უხერხული გუნდი ეყოლება, ჩემპიონატის დებიუტანტი "ვესტ ინვესტის" სახით.
ტურს კიდევ ერთი საინტერესო დაპირისპირება დაასრულებს. შარშანდელი ვერცხლის ლიგის ნახევარფინალში განცდილი მარცხისთვის "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერი" "კრედოსთან" რევანშის აღებას შეეცდება.
29.11.2015. ოქროს ლიგა. III ტური
16:00 საქართველოს ფოსტა - ევროპაბეთი
17:00 პატრული - ნატახტარი
18:00 ვესტ ინვესტი - საქართველოს ბანკი
19:00 GWP - კრედო
სათამაშო დღე კი სუპერლიგა B-ს მეორე ტურის გამოტოვებული შეხვედრით დასრულდება, რომელშიც ერთმანეთს "ვივუსისა" და "ევროკრედიტის" გუნდები დაუპირისპირდებიან.
29.11.2015. სუპერლიგა B. II ტური (გამოტოვებული შეხვედრა)
20:00 VIVUS.GE - ევროკრედიტი
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა", "ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".
მედიაპარტნიორები: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", "JAKO FM", ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, 90wuti.ge და გაზეთი "ლელო".
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური