სათამაშო დღე ვერცხლის ლიგის მატჩებით დაიწყება. პირველები ერთმანეთს ორი დებიუტანტი, "ავერსი" და "თეთრი ქუდი" დაუპირისპირდებიან.
საინტერესო შეხვედრა გაიმართება ორ ტრადიციულ მეტოქეს, "ვითიბი ბანკსა" და "ბი პი ჯორჯიას" გუნდებს შორის. პირველი სამი ქულისთვის იბრძოლებს "ბაქსვუდი", რომელსაც მეტოქედ "თბილისის მერია" ეყოლება.
14:00 სთ-ზე კი ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ლიგის ორი უდანაკარგო გუნდი, "ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი" და "ალიანს საქართველო"
ვერცხლის ლიგის ტური "ბანკი რესპუბლიკისა" და "საქრუსენერგოს" გუნდების მატჩით დასრულდება.
13.12.2015. ვერცხლის ლიგა. IV ტური
11:00 თეთრი ქუდი - ავერსი
12:00 ვითიბი ბანკი - BP GEORGIA
13:00 ბაქსვუდი - თბილისის მერია
14:00 ტატიშვილი - ალიანს საქართველო
19:00 ბანკი რესპუბლიკა - საქრუსენერგო
ოქროს ლიგის დაწყებამდე, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა საინტერესო ამხანაგურ შეხვედრას უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას 2004/05 წწ. დაბადებული ბავშვები მიიღებენ.
თბილისის საფეხბურთო სკოლა "გოლდ ბოისის" აღსაზრდელები ქ. სენაკის სასპორტო სკოლაში არსებულ მინი-ფეხბურთის სექციის გუნდ "ქუჯის" დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ სენაკი ერთადერთი ადგილია დღეს საქართველოში, სადაც მინი-ფეხბურთის სექცია არსებობს და აქ ბავშვებისთვის ვარჯიში სრულიად უსასყიდლოა.
დღევანდელი მდგომარეობით, სენაკში მინი-ფეხბურთს ორ ასაკობრივ ჯგუფში ეუფლებიან (2000/01 წწ და 2004/05 წწ). არსებობს ასევე სექცია გოგონებისთვის. ამ ეტაპზე ჯამში 70-მდე ბავშვია მინი-ფეხბურთით დაკავებული.
15:00 ამხანაგური შეხვედრა (ბავშვები 2004/05 წწ)
Gold Boys (თბილისი) - ქუჯი (სენაკი)
ოქროს ლიგის მეოთხე ტური უაღრესად საინტერესო შეხვედრით დაიწყება. სამი ტურის შემდეგ მოგების გარეშე მყოფი "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის" გუნდი სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდს დაუპირისპირდება, რომელსაც ორიდან ერთი მოგება აქვს და მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს მეტოქეს.
მორიგ შეხვედრაში ე.წ. საქართველოს დერბი შედგება, რომელშიც ერთმანეთის პირისპირ საქართველოს ბანკისა და საქართველოს ფოსტის გუნდები წარდგებიან.
საინტერესო დაპირისპირებაა მოსალოდნელი "კრედოსა" და საპატრულო პოლიციის გუნდებს შორის.
სათამაშო დღეს მოქმედი ჩემპიონის და სატურნირო ცხრილის ლიდერის, "ნატახტარისა" და გათამაშების დებიუტანტის, "ვესტ ინვესტის" დაპირისპირება დაასრულებს.
აღნიშნული ტური იმითაც არის საინტერესო, რომ ყველა გუნდი, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის რვაწლიანი ისტორიის მანძილზე, პირველად ეთამაშება ერთმანეთს.
13.12.2015. ოქროს ლიგა. IV ტური
16:00 TTC - GWP
17:00 საქართველოს ბანკი - საქართველოს ფოსტა
18:00 კრედო - პატრული
20:00 ნატახტარი - ვესტ ინვესტი
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა", "ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი" და მუსიკალური მაღაზია "GURU music"
მედია პარტნიორები: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", "JAKO FM", ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, 90wuti.ge და გაზეთი "ლელო".
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური