SBM LEAGUE 2015/16: ოქროს და ვერცხლის ლიგებს ერთპიროვნული ლიდერები ჰყავთ

AutoSharing Option
13 დეკემბერს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე გაიმართა, რომელსაც ტრადიციულად, ახალმა სპორტის სასახლემ უმასპინძლა.

მეოთხე ტურის შეხვედრები ამჯერად კორპორატიული ლიგების გუნდებმა გამართეს.

ვერცხლის ლიგაში პირველი გამარჯვება მოიპოვა "ავერსმა", რომელმაც უშუალო კონკურენტს, "თეთრ ქუდს" სძლია - 3-0.

ასეთივე ანგარიშით იმარჯვა გათამაშების ერთ-ერთმა ფავორიტმა "ვითიბი ბანკმა", რომელმაც კარგად ნაცნობი მეტოქე, "ბი პი ჯორჯიის" გუნდი დაამარცხა - 3-0.

მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება იზეიმა "ბაქსვუდის" სკოლის გუნდმა, რომელმაც "თბილისის მერიას" აჯობა - 5-3.

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს ლიგის ორი უდანაკარგო გუნდი, "ტატიშვილის სამედიცინო
ცენტრი" და "ალიანს საქართველო" დაუპირისპირდნენ. მატჩი "მედიკოსების" გამარჯვებით, 3-0 დასრულდა, რაც სავსებით საკმარისი აღმოჩნდა, რომ ტატიშვილი სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ჩადგომოდა სათავეში.

ვერცხლის ლიგის ტური "ბანკი რესპუბლიკისა" და "საქრუსენერგოს" დაპირისპირებით დასრულდა, სადაც გამარჯვება "ბანკირებს" ხვდათ წილად - 4-2.

13.12.2015. ვერცხლის ლიგა. IV ტური
თეთრი ქუდი - ავერსი 0-3
ვითიბი ბანკი - BP GEORGIA 3-0
ბაქსვუდი - თბილისის მერია 5-3
ტატიშვილი - ალიანს საქართველო 3-0
ბანკი რესპუბლიკა - საქრუსენერგო 4-2

ბომბარდირები: დიტო ანდღულაძე (საქრუსენერგო), ლუკა ხომასურიძე (ტატიშვილი) – 8, ნოდარ მაჭავარიანი (ვითიბი), თემურ აბულაშვილი (მერია) - 5

Sportall.Ge

კვირასვე გაიმართა IV ტურის შეხვედრები ოქროს ლიგაში. მნიშვნელოვანი და საჭირო სამი ქულა მოიპოვა "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერმა", რომელმაც საკმაოდ დაძაბულ და საინტერესო ორთაბრძოლაში თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდი დაამარცხა - 2-0.

კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართა "საქართველოს ბანკსა" და "საქართველოს ფოსტას" შორის. დაძაბული დაპირისპირება "ფოსტალიონების" გამარჯვებით, 3-1 დასრულდა.

დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა საპატრულო პოლიციის გუნდმა, რომელმაც "კრედოს" სძლია - 4-0.

სათამაშო დღის დასასრული კი საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა. გათამაშების ლიდერი "ნატახტარი" "ვესტ ინვესტს" დაუპირისპირდა და 8-5 დაამარცხა მეტოქე.

13.12.2015. ოქროს ლიგა. IV ტური

TTC – GWP 0-2
საქართველოს ბანკი - საქართველოს ფოსტა 1-3
კრედო - პატრული 0-4
ნატახტარი - ვესტ ინვესტი 8-5

Sportall.Ge

ბომბარდირები: თემურ ვაჩნაძე (ვესტ ინვესტი) – 9, კახაბერ გოგოხია, გიორგი სეფერთელაძე (ნატახტარი) - 5

კვირას კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართა. 2004/05 წწ. დაბადებულთა საფეხბურთო გუნდები, თბილისის "გოლდ ბოიზი" და ქ. სენაკის სასპორტო სკოლაში არსებული მინი-ფეხბურთის სექციის გუნდი "ქუჯი" ამხანაგურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მატჩი სენაკელთა გამარჯვებით, 5-6 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ სენაკი ერთადერთი ადგილია დღეს საქართველოში, სადაც მინი-ფეხბურთის სექცია არსებობს და აქ ბავშვებისთვის ვარჯიში სრულიად უსასყიდლოა. დღევანდელი მდგომარეობით, სენაკში მინი-ფეხბურთს ორ ასაკობრივ ჯგუფში ეუფლებიან (2000/01 წწ და 2004/05 წწ). არსებობს ასევე სექცია გოგონებისთვის. ამ ეტაპზე ჯამში 70-მდე ბავშვია მინი-ფეხბურთით დაკავებული.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, სენაკის სასპორტო სკოლის მინი-ფეხბურთის სექციას ესპანური სპორტული ბრენდისგან, JOMA-სგან სხვადასხვა სპორტული ეკიპირება და ინვენტარი გადაეცა საჩუქრად.

ამხანაგური შეხვედრა (ბავშვები 2004/05 წწ)

Gold Boys (თბილისი) - ქუჯი (სენაკი) 5-6

Sportall.Ge

კვირასვე, ტრადიციულად, გამოვლინდა წინა ტურის საუკეთესო ფეხბურთელი. ოქროს ლიგის მესამე ტურის გამორჩეულ მოთამაშედ "საქართველოს ფოსტის" შემტევი ჯაბა კოღუა დასახელდა, რომელსაც დ. ტატიშვილის სამედიცინო ცენტრისგან სარეაბილიტაციო პროცედურების ერთთვიანი ვაუჩერი გადაეცა საჩუქრად.

მიმდინარე ჩემპიონატში კიდევ ერთი საინტერესო სიახლეა. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ყველა ლიგაში დასახელდება თვის სიმბოლური ნაკრები. პირველ ჯერზე ნოემბრის თვის საუკეთესოები სუპერლიგა A და სუპერლიგა B-ში გამოვლინდნენ.

სუპერლიგა A: ეროს აკოფოვი (მფკ "ნატახტარი"), დავით დარჩია (შსს), თემურ ჯაფარიძე (მფკ "ნატახტარი"), თემურ კვირკელია (FC PSP), დიტო ანდღულაძე (სკ "ევექსი-ჯვაროსნები"), იასონ ხუნდაძე (FC TTC)

Sportall.Ge

სუპერლიგა B:
გიორგი გუნდიშვილი ("ევროკრედიტი"), უბუ ჯორჯი (UG), გიორგი თურმანიძე (VIVUS.GE), გიორგი ჩივაძე (CFCP), დავით ხუჯაძე (სკ "ფერო"), ბაჩო კობიძე (VIVUS.GE)

Sportall.Ge

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა", "ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

მედია პარტნიორები: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", "JAKO FM", ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, 90wuti.ge და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული