საქართველოს ფუტსალის ასოციაციის საპრეზიდენტო კანდიდატი ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ასოციაციის (სფა) საპრეზიდენტო არჩევნები 26 დეკემბერს გაიმართება. რიგგარეშე ყრილობა პრეზიდენტის არჩევის აუცილებლობითაა გამოწვეული - სფა-ს ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად ხაჩიაშვილი თანამდებობიდან საკუთარი სურვილით გადადგა.

ფუტსალის ასოციაციის პრესსამსახურის ცნობით, ყრილობის დღის წესრიგში მხოლოდ ეს ერთი საკითხია - დელეგატები პრეზიდენტს აირჩევენ და დაიშლებიან.

ამასობაში, ცნობილი გახდა, რომ სფა-ს პრეზიდენტობის პირველი კანდიდატი უკვე დარეგისტრირდა. ეს გახლავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ხარჯავანიძე. ის თავისმა სასწავლებელმა და საქართველოს ფუტსალის ნაკრების საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.

ორგანიზაციის გენერალურ სამდივნოში
კანდიდატების განაცხადების მიღება 7 დეკემბერს დაიწყო. განაცხადთან ერთად, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მათ საქართველოს ფუტსალის ასოციაციის შემდგომი განვითარებისა და მუშაობის შესახებ პროექტი უნდა წარადგინონ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
წარმატებებს ვუსურვებ ირაკლის
ლუკა
13:50 17-12-2015
0
ნამდვილად ღირსეული კანდიდატია
ზვიად წულაძე
13:52 17-12-2015
0

სიახლეები პოპულარული