SBM LEAGUE 2015/16: "ევროპაბეთი" სუპერლიგა A-ს თამაშებზე ფსონებს მიიღებს

AutoSharing Option
17 იანვარს, ახალ სპორტის სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016 წლის პირველი სათამაშო დღე გაიმართა. სეზონი სუპერლიგის VI ტურის შეხვედრებით განახლდა.

სუპერლიგა A იმთავითვე დაძაბული შეხვედრით განახლდა, რომელშიც ერთმანეთს გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი მფკ ტატიშვილი და სატურნირო ცხრილის აუტსაიდერი, ბათუმის "დინამო" დაუპირისპირდნენ. მიუხედავად "მედიკოსების" დიდი უპირატესობისა, მინიმალური ანგარიშით 1-0 იმარჯვეს და ამ ერთადერთი გოლის გატანაც შეხვედრის მეორე ნახევარში მოახერხეს.

ტატიშვილის მსგავსად დაუმარცხებლად განაგრძობს ასპარეზობას მოქმედი ჩემპიონი სკ პსპ, რომლის მეტოქეც შსს-ს ძლიერი გუნდი იყო. სატრანსფერო პერიოდში საკმაოდ მომძლავრებულმა "ფარმაცევტებმა" დამაჯერებლად, 4-0დაამარცხეს მეტოქე.

წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობსსკ ევექსი-ჯვაროსნები. ამჯერად მათი მეტოქე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საფეხბურთო გუნდი გახლდათ. ჯვაროსნებმა პირველ ნახევარში სამ ბურთიანი უპირატესობის მოპოვება მახერხეს, თუმცა მეორე ტაიმში მეტოქის აქტიურობის შედეგად სხვაობა ანგარიშში მინიმუმამდე დავიდა, თუმცაჯვაროსნებმა საბოლოოდ სამი ქულის აღება მაინც შეძლეს - 4-3. ამ გამარჯვებით ისინი სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ჩაუდგენენ სათავეში.

საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა ვეტერანებისა და მცხეთის "გრანდ გრუპ ჯორჯიას" დაპირისპირებაც. ვეტერანები შეხვედრის განმავლობაში ორჯერ იგებდნენ, თუმცა მცხეთელებმა, რომლებიც ასევე საკმაოდ გადახალისებული შემადგენლობით შეხვდნენ ახალ წელს, ორჯერვე მოახერხეს გათანაბრება. გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს მრავლად ქონდა, თუმცა საბოლოოდ ლოგიკური ფრე 2-2.

რაც შეეხება ამ ტურის კიდევ ერთ დაპირისპირებას, მფკ ნატახტარი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდი, თავიანთ შეხვედრას 21 თებერვალს გამართავენ.

სეზონის განახლებას საინტერესო სიახლეც ახლდა თან, რომელიც განსაკუთრებით აზარტული თამაშების მოყვარულებს დააინტერესებთ - 17 იანვრიდან, აზარტული თამაშების ლიდერმა კომანიამ "ევროპაბეთმა" სუპერლიგა A-ს თამაშებზე ფსონების მიღება დაიწყო. შესაბამისად ორ კვირაში ერთხელ, ევროპაბეთის მომხმარებლებს საშუალება ექნებათ საკუთარი სპორტული ინტუიცია და იღბალი ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაშიც გამოსცადონ.

17.01.2016. სუპერლიგა A. VI ტური
დინამო (ბთ) - მფკ ტატიშვილი 0-1
შსს - FC PSP 0-4
სკ ევექსი-ჯვაროსნები - FC TTC 4-3
ვეტერანები - გრანდ გრუპი (მცხ) 2-2

ბომბარდირები: დავით მუჯირი (ვეტერანები), დიტო ანდღულაძე (ჯვაროსნები) - 8, კახაბერ გოგოხია (მფკ ნატახტარი), იასონ ხუნდაძე (ტტც), შალვა ფირცხალავა (სდსს), ლადო ასათიანი (გრანდ გრუპი) - 5

Sportall.Ge

საინტერესოდ წარიმართასუპერლიგა B-სVI ტურის შეხვედრებიც.

წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს აუტსაიდერად შერაცხული UNICREDIT.GE-ს გუნდი, რომელმაც წინა ტურში სატურნირო ცხრილის ლიდერთან შეძლო ქულის მოპოვება, ამჯერად კი აჭარის სომეხთა კავშირის გუნდ "ახპიურს" სძლია 3-5.

უაღრესად დაძაბული და საინტერესო გამოდგა საქართველოს უნივერსიტეტისა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდების დაპირისპირება. მიუხედავად სტუდენტთა მიერ მოპოვებული ორ ბურთიანი უპირატესობისა, მათმა მეტოქემ მეორე ნახევარში მაინც შეძლო სიტუაციის სათავისოდ შემოტრიალება და დამსახურებულადაც იმარჯვა 4-2.

დაძაბულ ორთაბრძოლაში წარიმართა ევროკრედიტისა და კასპის "გენერლის" დაპირისპირება, რომელმაც ნაჩვენები წითელი და ყვითელი ბარათებით უდაოდ "სარეკორდო" მაჩვენებელს უწია - 8 ყვითელი და 2 წითელი ბარათი მსაჯებმა გუნდებს "თანაბრად გადაუნაწილეს". უშუალოდ შეხვედრა ევროკრედიტის გამარჯვებით4-3 დასრულდა.

დამაჯერებლად იმარჯვა გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა vivus.ge-მ, რომლემაც "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურის" არც თუ სუსტ გუნდს 5-0 სძლია.

იმარჯვა კიდევ ერთმა ფავორიტმა:ზესტაფონის "ფერომ" პალერმო დაამარცხა 3-1.

17.01.2016. სუპერლიგა B. VI ტური
ახპიური(ბთ) - UNICREDIT.GE 3-5
UG - CFCP 2-4
ევროკრედიტი - მფკ გენერალი (კასპი)4-3
VIVUS.GE - GM ჭიათურა 5-0
პალერმო - სკ ფერო (ზეს)1-3


ბომბარდირები: დავით ხუჯაძე (სკ ფერო) - 14, გიორგი ჩივაძე (CFCP) - 10, ზურაბ ჯინჭარაძე (ევროკრედიტი) - 7

Sportall.Ge

წლის პირველ სათამაშო დღეს, დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელიც გამოვლინდა. ეს წოდება "ვეტერანების" უდაო ლიდერს დავით მუჯირს ერგო, რომელმაც გასულ თვეში საკუთარი გუნდის მიერ მოგებულ ორ შეხვედრაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მუმუ,სპა და ფიტენს ცენტრის ერთ თვიანი ვაუჩერით ჩემპიონატის პარტნიორმა, დ. ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა დააჯილდოვა.

რაც შეეხება გასული V ტურის საუკეთესო ფეხბურთელს, იგი ბათუმის "დინამოს" შემტევი დავით ნინიძე გახდა, რომელსაც Apple City-ს სპეციალური საჩუქარი გადაეცემა.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა", "ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

მედია პარტნიორები: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", "JAKO FM", ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, 90wuti.ge და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული