SBM LEAGUE 2015/16: კორპორატიულ ლიგაში VI ტურის შეხვედრები გაიმართება

AutoSharing Option
24 იანვარს, ახალი სპორტის სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის, მიმდინარე წლის რიგით მეორე სათამაშო დღეს უმასპინძლებს. სეზონს ამჯერად კორპორატიული ლიგის გუნდები განაახლებენ.

სათამაშო დღე ვერცხლის ლიგის VI ტურის დაპირისპირებებებით აიღებს სტარტს.

პირველები პარკეტზე ბანკი რესპუბლიკისა და თეთრი ქუდის გუნდები გავლენ. მნიშვნელოვანი ქულებისთვის მოუწევთ ბრძოლა სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ თბილისის მერიისა და ბი პი ჯორჯიას გუნდებს. "მენავთობეებს" მიმდინარე გათამაშებაში ჯერ მოგება არ უზეიმიათ და თუ ახლაც ვერ შეძლეს 3 ქულის მოპოვება, მათი საპლეიოფო შანსები მიზერულიღა დარჩება.

საკმაოდ საინტერესო უნდა გამოდგეს ბაქსვუდის
სკოლისა და გათამაშების ერთ-ერთი ლიდერის, ალიანს საქართველოს გუნდების დაპირისპირებაც.

მომდევნო შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ ვითიბი ბანკისა და ავერსის გუნდები წარსდგებიან.

ტურის დასკვნით შეხედრაში ერთმანეთს, სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი და საქრუსენერგო დაუპირისპირდებიან.

24.01.2016. ვერცხლის ლიგა. VI ტური
11:00 ბანკი რესპუბლიკა - თეთრი ქუდი
12:00 თბილისის მერია - BP GEORGIA
13:00 ბაქსვუდი - ალიანს საქართველო
14:00 ვითიბი ბანკი - ავერსი
15:00 ტატიშვილი - საქრუსენერგო


Sportall.Ge

VI ტურის შეხვედრები გაიმართება ოქროს ლიგაშიც.

ტური 16:00 სთ-ზე, სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფ გუნდების, თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და ვესტ ინვესტის დაპირისპირებით დაიწყება.

17:00 სთ-ზე საპლეიოფო ზონაში მოსახვედრად მებრძოლი კრედო, გათამაშების ერთ-ერთ ფავორტის საქართველოს ფოსტას დაუპირისპირდება.

სათამაშო დღეს, 18:00 სთ-ზე ოქროს ლიგის შარშანდელი ფინალისტების, ნატახტარისა და ევროპაბეთის დაპირისპირება დაასრულებს.

რაც შეეხება ამ ტურში გასამართ კიდევ ერთ დაპირისპირებას: GWPდა საპატრულო პოლიციის გუნდები თავიანთ შეხვედრას 31 იანვარს გამართავენ.

24.01.2016. ოქროს ლიგა. VI ტური
16:00 TTC - ვესტ ინვესტი
17:00 კრედო - საქართველოს ფოსტა
18:00 ნატახტარი - ევროპაბეთი


Sportall.Ge

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა", "ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

მედია პარტნიორები: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", "JAKO FM", ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, 90wuti.ge და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული