SBM LEAGUE 2015/16:პრინციპული დაპირისპირებების ტური სუპერლიგაში

AutoSharing Option
31 იანვარს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე გაიმართება, რომელსაც ტრადიციულად, ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს.

კვირას VII ტურის შეხვედრებს სუპერლიგის გუნდები გამართავენ.

წრიული ეტაპის დასრულებამდე სამი ტურით ადრე მთავარ ინტრიგად საპლეიოფო "რვიანის" საგზურის მფლობელების ვინაობის გარკვევა რჩება.

სწორედ ამ ინტრიგის მატარებელი ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა გახსნის სუპერლიგა B-ს მეშვიდე ტურს, რომელშიც ერთმანეთს 2 ქულით ბოლო ადგილზე მყოფი "პალერმო" და ბოლო ტურებში "ცხრილის ფსკერიდან ამომძვრალი" მე-7-ადგილოსანი "უნიკრედიტი" დაუპირისპირდებიან.

ლიდერის პოზიციის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანი გამოცდა ელის "ვივუსს", რომელსაც მეტოქედ ერთ-ერთი ყველაზე უხერხული და კერკეტი
კაკალი, დანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდი ეყოლება.

ცხრილის ქვედა ნაწილში პოზიციების გასამყარებლად მოუწევთ ბრძოლა "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურისა" და აჭარის სომეხთა კავშირის გუნდებს. ეს უკანასკნელი გასავარდნ ზონას მხოლოდ ერთი ქულით ასწრებს და სამით ჩამორჩება ორი ადგილით მაღლა მყოფ მეტოქეს. შესაბამისად, უარყოფითი შედეგი ორივე გუნდისთვის დიდი საფრთხის მატარებელი შესაძლოა გახდეს.

პლეი ოფში მოსახვედრად არა, თუმცა მოწინავე სამეულში ადგილების გადასანაწილებლად იბრძოლებენ ზესტაფონის "ფერო" და "ევროკრედიტი". მეორე ადგილზე მყოფი იმერლები მხოლოდ ორი ქულით უსწრებენ ერთი საფეხურით დაბლა მყოფ მეტოქეს.

საპლეიოფო ზონაში მოსახვედრად, სასიცოცხლო მნიშვნელობის შეხვედრის ჩატარება მოუწევს კასპის "გენერალს", რომელსაც მეტოქედ საქართველოს უნივერსიტეტის საკმაოდ სიმპათიური გუნდი ეყოლება. იმისათვის, რომ მომდევნო ეტაპზე მოხვედრის შანსები თეორიული არ დარჩეთ, კასპელებს მხოლოდ დადებითი შედეგი, უფრო მეტად კი მოგება აწყობთ.

31.01.2016. სუპერლიგა B. VII ტური
11:00 UNICREDIT.GE - პალერმო
12:00 VIVUS.GE - CFCP
14:00 GM ჭიათურა - ახპიური
16:00 სკ ფერო - ევროკრედიტი
21:00 გენერალი - UG

Sportall.Ge

ტრადიციულად, საკმაოდ საინტერესო დაპირისპირებებია მოსალოდენლი სუპერლიგა A-შიც.

ბათუმის "დინამო" სატურნირო ცხრილის ფსკერიდან თავის დაღწევის ერთ-ერთი ბოლო შანსის გამოყენებას მოქმედ ჩემპიონთან, პსპ-სთან შეეცდება. თავის მხრივ კი, "ფარმაცევტები" წაუგებელი სერიის გაგრძელებას შეეცდებიან.

ტურის ერთ-ერთი ცენტრალური დაპირისპირება "ვეტერანებსა" და მფკ "ტატიშვილს" შორის 17:00 სთ-ზე გაიმართება. მიმდინარე გათამაშებაში "მედიკოსებიც" წაუგებლად ასპარეზობენ და აღნიშნულ შეხვედრაშიც ამ სერიის გასაგრძელებლად ბოლომდე დახარჯვა მოუწევთ. წინასწარი ინფორმაციით, ტრავმით გამოწვეული ორთვიანი პაუზის შემდეგ ვეტერანების რიგებში კვლავ ითამაშებს კახა კალაძე.

უდავოდ ცენტრალური შეხვედრის სტატუსი აქვს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და გათამაშების ლიდერის, "ევექსი-ჯვაროსნების" დაპირისპირებას. სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გაძლიერებული "ძალოვნები" მიმდინარე წელს თავიანთ პირველ შეხვედრას გამართავენ. მატჩი 18:00 სთ-ზე დაიწყება.

რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, შსს-ს და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საკმაოდ ძლიერი საფეხბურთო გუნდები საპლეიოფო ზონაში მოსახვედრად, ფაქტობრივად, 6-ქულიან შეხვედრას გამართავენ. არასასურველი შედეგის შემთხვევაში კი, ერთ-ერთი, მათგანი სატურნირო მდგომარეობის თვალსაზრისით, შესაძლოა ფრიად არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდეს.

ტურს არანაკლებ საინტერესო დაპირისპირება დაასრულებს. გათამაშების პოტენციური ლიდერი, მფკ "ნატახტარი" მცხეთის"გრანდ გრუპ ჯორჯიას" ეთამაშება, რომელიც ახალ წელს, ფაქტობრივად, სრულად გადახალისებული შემადგენლობით შეხვდა. შეხვედრა 20:00 სთ-ზე აიღებს სტარტს.

31.01.2016. სუპერლიგა A. VII ტური
15:00 FC PSP - დინამო (ბთ)
17:00 ვეტერანები - მფკ ტატიშვილი
18:00 სდსს - სკ ევექსი-ჯვაროსნები
19:00 FC TTC - შსს
20:00 გრანდ გრუპი - მფკ ტატიშვილი


Sportall.Ge

კვირასვე გაიმართება ოქროს ლიგის VI ტურის გადადებული შეხვედრა. "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერი" საპატრულო პოლიციის გუნდს დაუპირისპირდება.

31.01.2016. ოქროს ლიგა. VI ტური
13:00 GWP - პატრული

სპორტული სააგენტო SBM საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად განაგრძობს პროექტს - გაიცანი ჩვენი ქვეყნის გმირი, რომლის მიზანიცაა, საზოგადოებას ახლოს გავაცნოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში გამოჩენილი და გამორჩეული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები.

იანვრის თვის სტუმარია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე, კაპრალი ბესიკ გოგობერიშვილი, რომელიც კვირას, 31 იანვარს, 17:00 სთ-ზე, "ვეტერანების" და მფკ "ტატიშვილის" შეხვედრას დაესწრება.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "foodpanda","წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა", "ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი" და მუსიკალური მაღაზია "GURU music"

მედიაპარტნიორები: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", "JAKO FM", ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, 90wuti.ge და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული