ოთარ ხიზანეიშვილი ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტობის პირველი კანდიდატია

AutoSharing Option
15 თებერვალს საქართველოს ფუტსალის ასოციაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. 2 თებერვალს პრეზიდენტობის პირველი კანდიდატის ვინაობა გაცხადდა - თბილისის ფუტსალის ასოციაციამ ამ რანგში ოთარ ხიზანეიშვილი დაარეგისტრირა. სხვა მსურველებს საამისოდ ვადა 5 თებერვლამდე აქვთ.

ოთარ ხიზანეიშვილი 34 წლისაა. მან კარიერა თბილისის "დინამოში" დაიწყო. უთამაშია მოსკოვის "სპარტაკსა" და "დინამოში", "როსტოვში", "ფრაიბურგში", "აუგსბურგში", მახაჭყალის "ანჟიში", გორის "დილასა" და "ზესტაფონში", კარიერა კი 2015 წელს, ბოლნისის "სიონიდან" წასვლის შემდეგ დაასრულა.

ხიზანეიშვილი იშვიათი გამონაკლისია, რომელსაც საქართველოს ყველა ნაკრების ფორმა მოურგია: იყო 17, 19 და 21-წლამდელთა გუნდების წევრი, ეროვნული
გუნდის ფორმა კი 20-ჯერ მოირგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 76 /
მისი მოსვლით ფუტსალში დიდი ეჭვი მაქვს კარგისკენ არაფერი შეიცვლება :/ ხო შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ კარგი, პატიოსანი ადამიანი ჩაუდგეს სათავეში
toko
03 თებერვალი 2016 13:12
0
თქვენ რომელ წლებს ლაპარაკობთ და მაშინაც თუ წაუგია თავისი წააგო და სხვისას არ შეხებია უკვე დიდი პერიოდი გავიდა მის შემდეგ და მაგ კაცს ყველაფერი კარგად ააქვს გაანალიზებული ყველაფერი და დარწმუნებული ვარ ეხლა თუ მოვიდა პრეზიდენტად ღირსეულად მიხედავს საქმეს!
george
03 თებერვალი 2016 13:10
0
ოთარ ფეხბურთელი ნიჭიერი იყავი, მაგრამ არასპორტული ხასიათის გამო კარიერა ვერ აიწყვე.
მართვის გამოცდილება არ გაქვს, თან ჩაძირულ ფუტსალში ვერ გაქაჩავ და შერცხვენილი მოგიწევს წასვლა. გაითვალისწინე ოთარ
ფეხბურთელი
03 თებერვალი 2016 13:10
0
ამ კაცმა მთელი თავისი კარიერა და ქონება კაზინოებს შეწირა და ეხლა უფულო ფუტსალიც კაზინოში უნდა წააგოს
futsal
03 თებერვალი 2016 13:00
0
გარდა იმისა რომ დიდი ფეხბურთი ითამაშა და აქვს პროფესიული დიდი გამოცდილება ამასთანავე არის კარგი პიროვნება ვუსურვებ წარმატებას!
Baxa
03 თებერვალი 2016 12:17
0
კარგია ადამიანია წარმატებები ხიზო
guja
03 თებერვალი 2016 10:57
0

სიახლეები პოპულარული