ოთარ ხიზანეიშვილი ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტობის პირველი კანდიდატია

AutoSharing Option
15 თებერვალს საქართველოს ფუტსალის ასოციაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. 2 თებერვალს პრეზიდენტობის პირველი კანდიდატის ვინაობა გაცხადდა - თბილისის ფუტსალის ასოციაციამ ამ რანგში ოთარ ხიზანეიშვილი დაარეგისტრირა. სხვა მსურველებს საამისოდ ვადა 5 თებერვლამდე აქვთ.

ოთარ ხიზანეიშვილი 34 წლისაა. მან კარიერა თბილისის "დინამოში" დაიწყო. უთამაშია მოსკოვის "სპარტაკსა" და "დინამოში", "როსტოვში", "ფრაიბურგში", "აუგსბურგში", მახაჭყალის "ანჟიში", გორის "დილასა" და "ზესტაფონში", კარიერა კი 2015 წელს, ბოლნისის "სიონიდან" წასვლის შემდეგ დაასრულა.

ხიზანეიშვილი იშვიათი გამონაკლისია, რომელსაც საქართველოს ყველა ნაკრების ფორმა მოურგია: იყო 17, 19 და 21-წლამდელთა გუნდების წევრი, ეროვნული
გუნდის ფორმა კი 20-ჯერ მოირგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 76 /
ეს ირაკლი ხარჯევანიძე ფუტსალის ფედერაცის პრეზიდენტობისათვის იბრძვის
შონზო
19:25 07-02-2016
0
ეს ბიჭი არის ირაკლი ხარჯევანიძე , ნაცზონდერი ,ვარძელაშვილის და ავალიანის მარჯვენა ხელი, რომელიც ნაცების მოწნააღმდეგე სტუდენტებს ცემდა , აშინებდა და იჭერდა .ხოდა ახლაც უნივერსიტეტში მუშაობს ,სპორტის და კულტურის დეპარტამენტის უფროსია , საკმაოდ მაღალი ანაზღაურება აქ და ისევ ნაციონალების ინტერესებს ატარებს. იქ იმიტომ არის რომ თურმე სუსი კრიშავს, მოკლედ ვისი სუსი ვის ავალიანშია ვერ გაიგებ . სამწუხაროა ( შემთხვევით წავაწყდი ასეთ კომენტარს ფეისბუკში) ნუთუ მართალია
შონზო
19:24 07-02-2016
0

სიახლეები პოპულარული