ოთარ ხიზანეიშვილი 34 წლისაა. მან კარიერა თბილისის "დინამოში" დაიწყო. უთამაშია მოსკოვის "სპარტაკსა" და "დინამოში", "როსტოვში", "ფრაიბურგში", "აუგსბურგში", მახაჭყალის "ანჟიში", გორის "დილასა" და "ზესტაფონში", კარიერა კი 2015 წელს, ბოლნისის "სიონიდან" წასვლის შემდეგ დაასრულა.
ხიზანეიშვილი იშვიათი გამონაკლისია, რომელსაც საქართველოს ყველა ნაკრების ფორმა მოურგია: იყო 17, 19 და 21-წლამდელთა გუნდების წევრი, ეროვნული
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
გია მისმინე, ბანკის ვალი დღეს საქართველოში ბევრს აქვს, მაგრამ აქ სხვა რამეშია საქმე.
ხიზანეიშვილს ბანკის ვალები კი არა აქვს, არამედ კერძო კრედიტორები ყავს გადაყრილი.
და რის გამო ყავს იცი ამდენი ხალხი გადაგდებული? იმიტომ რომ კაზინოს შეწირა მთელი ცხოვრება და ქონება. წარმოიდგინეთ რამდენი იშოვა და დღეს კაზინოების და თამაშის გამო მოვალეთა რეესტრშია შეყვანილი.
აქ ვიღაცა წერდა თუ ხალხი გადააგდო, მაშინ რატომ არ დაიჭირესო. მაგ ხალხისთვის ვაკეთებ განმარტებას: მსგავს შემთხვევებში, როდესაც შენ ვალს ვერ იხდი კრედიტორებთან, სამართლებრივად სასამართლოს გზით მაქსიმუმი სასჯელი არის მოვალეთა რეესტრში შეყვანა. ოთარი კიდევ 7 ჯერ არის მოვალეთა რეესტრში შეყვანილი. 7 კრედიტორს აქვს ყადაღა მოთხოვნილი.
პიროვნულად მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ საქმის ჭრილში ოთარ ხიზანეიშვილი შეუფერებელი კანდიდატია საქართველოს ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტობაზე.