ოთარ ხიზანეიშვილი: ფუტსალს ფეხზე დავაყენებთ!

AutoSharing Option
15 თებერვალს ფუტსალის ასოციაციას ახალი პრეზიდენტი ეყოლება. ასოციაციაში პრეზიდენტობის პირველი და, ჯერჯერობით, ერთადერთი კანდიდატის განცხადებაა შესული - თბილისის ფუტსალის ასოციაციამ თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი, 34 წლის ოთარ ხიზანეიშვილი წარადგინა.

კანდიდატების დარეგისტრირება დღეს, 5 თებერვალს მთავრდება.

რატომ გადაწყვიტა ხიზანეიშვილმა, რომელიც მთელი ცხოვრება კლასიკურ ფეხბურთს თამაშობდა, მის ნათესავ ფუტსალში მისვლა? სწორედ ამ თემას ეხება ჩვენი ინტერვიუ...

- ფუტსალის ასოციაციაში მისვლა რატომ გადაწყვიტეთ?
- კარგად ვიცი, ფუტსალში და თავად ასოციაციაშიც რა მძიმე მდგომარეობაა. ამ დროს, საქართველოში მას საკმაოდ დიდი
პოტენციალი აქვს და მსურს, ჩემი გამოცდილებითა და კავშირებით ასოციაციას მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანაში დავეხმარო.

- საერთოდ, აქამდე ამ სახეობასთან რამე კავშირი გქონდათ?
- კავშირი რომ არ მქონოდა, ამ ნაბიჯს არც გადავდგამდი. მარტო ის არ არის საქმე, ფუტსალის თამაში რომ მიყვარს. ეს სფერო ყოველთვის მაინტერესებდა და საზღვარგარეთ ყოფნისას კარგად ვხედავდი, თუ როგორ შეიძლებოდა მისი შეფუთვა და ხალხამდე მიტანა, დარბაზების გავსება და გულშემატკივრების დაინტერესება.

ყოველთვის ვინტერესდებოდი ჩვენი ეროვნული ნაკრებისა და ევროთასებზე გასული საქართველოს ჩემპიონი გუნდების თამაშებით. ამას გარდა, ეროვნული ნაკრების წევრებთან ვმეგობრობ და ვიცი, ამ სახეობაში რაც ხდება. ამ ყველაფრიდან დასკვნა გამოვიტანე - სათანადო მუშაობისა და ხელშეწყობის პირობებში, საქართველოში ფუტსალს ძალიან კარგი მომავალი ექნება. ამისთვის მუშაობა კი ნამდვილად ღირს.

- პრიორიტეტულად რა პრობლემის მოგვარება წარმოგიდგენიათ?
- ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო, მაგრამ ვეღარ გრძელდება. ამ და სხვა პრობლემების მოგვარებაზე მე და ჩემი გუნდი ვმუშაობთ და სამოქმედო გეგმას უახლოეს პერიოდში წარვადგენთ.

- ჩემი გუნდიო, თქვით. ვინ არიან ამ გუნდში?
- გუნდსაც მალე დავასახელებ. არიან ადამიანები, რომლებიც ამ სფეროს კარგად იცნობენ და სათანადო ცოდნასთან ერთად, გამოცდილებაც აქვთ. აუცილებლად შევხვდები იმ ხალხს, ვინც ფუტსალს პროფესიულად, წესიერად ემსახურებოდა და ემსახურება. დარწმუნებული ვარ, ერთსულოვნებითა და გულიანი მუშაობით ქართულ ფუტსალს ფეხზე დავაყენებთ.

- საამისოდ, სერიოზული სახსრები დაგჭირდებათ. როგორ და საიდან აპირებთ თანხების მოზიდვას?
- სამწუხაროდ, დღეს ქართულ ფუტსალში ფული თითქმის არ არის, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობას რომ დავთანხმდი, ჩემს გუნდთან ერთად ამ პრობლემის მოგვარებაზეც ვიფიქრე. მაქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ შეიძლება ფუტსალით სპონსორების დაინტერესება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 53 /
ოთი ბრატ ეშმაკთან რა გინდა ?
dushmana
06 თებერვალი 2016 22:40
0
Gugas:
სანამ ვინმეს ლანძღვას დაიწყებ, ჯერ წერა-კითხვა ისწავლე და მერე იკამათე ფორუმებზე. ეს ფორუმია, კაზინოში არ აგერიოს შვილო ჩემო
ქართული ენა
06 თებერვალი 2016 22:39
0
ხიზნეი სიბინძურეში გრევენ ცვედანები
rax
06 თებერვალი 2016 22:38
0
ვახტანგ წერეთელს არ მიენდო ოთარ სიბინძურეში გაგრეეევს. გაიკითხე საფეხბურთო წრეებში და გეტყვიან რა კაცია ვახო
aleko
06 თებერვალი 2016 22:22
0
ოთი გავიგე ვახო წერეთელი დგას შენს უკან და არ ენდო ..... გაგაფუჭებს ოთი ან მაგის დაკრულზე უნდა იცეკვო
gio
06 თებერვალი 2016 22:19
0
ხიზან ჭუტა გატყუებს და გაბოლებს იცოდე, როცა გეუბნება ასოციაციის პრეზიდენტს გაგხდიო. ეგ კაცი ისე არავის არაფერს ჩუქნის. ჭუტას მასე ბევრი ჩაუთრევია და მერე გაუფუჭებია. შენც მოგინელებს და თუ ჭუტას მონა არ გახდი, იმპიჩმენტის წესით გაგიშვებს
ჭუტა წერეთელი ისევ მაფიოზობს
06 თებერვალი 2016 22:17
0
ვაზელინისტია ის ვინც საქმეს არ იცნობს
salmar
06 თებერვალი 2016 21:15
0
ნაცებს შეეშვი ქოცებსაც. სპონსორები ჩამოთვალოს
gugas
06 თებერვალი 2016 21:14
0
მეორე კანდიდატი არ ვიცი ვინაა, მაგრამ ხიზანეი ზუსტად ვიცი. ჯერ კაზინოს თამაშს თავი დაანებოს, ჯანსაღი ადამიანური ცხოვრება დაიწყოს და მერე მოინდომოს თანამდებობები
gege
06 თებერვალი 2016 20:51
0
Latara:
ლევან გრიგოლია და ჭუტას სასტავ გიცანიით, გამოდით
keke
06 თებერვალი 2016 20:48
0

სიახლეები პოპულარული