ოთარ ხიზანეიშვილი: ფუტსალს ფეხზე დავაყენებთ!

AutoSharing Option
15 თებერვალს ფუტსალის ასოციაციას ახალი პრეზიდენტი ეყოლება. ასოციაციაში პრეზიდენტობის პირველი და, ჯერჯერობით, ერთადერთი კანდიდატის განცხადებაა შესული - თბილისის ფუტსალის ასოციაციამ თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი, 34 წლის ოთარ ხიზანეიშვილი წარადგინა.

კანდიდატების დარეგისტრირება დღეს, 5 თებერვალს მთავრდება.

რატომ გადაწყვიტა ხიზანეიშვილმა, რომელიც მთელი ცხოვრება კლასიკურ ფეხბურთს თამაშობდა, მის ნათესავ ფუტსალში მისვლა? სწორედ ამ თემას ეხება ჩვენი ინტერვიუ...

- ფუტსალის ასოციაციაში მისვლა რატომ გადაწყვიტეთ?
- კარგად ვიცი, ფუტსალში და თავად ასოციაციაშიც რა მძიმე მდგომარეობაა. ამ დროს, საქართველოში მას საკმაოდ დიდი
პოტენციალი აქვს და მსურს, ჩემი გამოცდილებითა და კავშირებით ასოციაციას მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანაში დავეხმარო.

- საერთოდ, აქამდე ამ სახეობასთან რამე კავშირი გქონდათ?
- კავშირი რომ არ მქონოდა, ამ ნაბიჯს არც გადავდგამდი. მარტო ის არ არის საქმე, ფუტსალის თამაში რომ მიყვარს. ეს სფერო ყოველთვის მაინტერესებდა და საზღვარგარეთ ყოფნისას კარგად ვხედავდი, თუ როგორ შეიძლებოდა მისი შეფუთვა და ხალხამდე მიტანა, დარბაზების გავსება და გულშემატკივრების დაინტერესება.

ყოველთვის ვინტერესდებოდი ჩვენი ეროვნული ნაკრებისა და ევროთასებზე გასული საქართველოს ჩემპიონი გუნდების თამაშებით. ამას გარდა, ეროვნული ნაკრების წევრებთან ვმეგობრობ და ვიცი, ამ სახეობაში რაც ხდება. ამ ყველაფრიდან დასკვნა გამოვიტანე - სათანადო მუშაობისა და ხელშეწყობის პირობებში, საქართველოში ფუტსალს ძალიან კარგი მომავალი ექნება. ამისთვის მუშაობა კი ნამდვილად ღირს.

- პრიორიტეტულად რა პრობლემის მოგვარება წარმოგიდგენიათ?
- ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო, მაგრამ ვეღარ გრძელდება. ამ და სხვა პრობლემების მოგვარებაზე მე და ჩემი გუნდი ვმუშაობთ და სამოქმედო გეგმას უახლოეს პერიოდში წარვადგენთ.

- ჩემი გუნდიო, თქვით. ვინ არიან ამ გუნდში?
- გუნდსაც მალე დავასახელებ. არიან ადამიანები, რომლებიც ამ სფეროს კარგად იცნობენ და სათანადო ცოდნასთან ერთად, გამოცდილებაც აქვთ. აუცილებლად შევხვდები იმ ხალხს, ვინც ფუტსალს პროფესიულად, წესიერად ემსახურებოდა და ემსახურება. დარწმუნებული ვარ, ერთსულოვნებითა და გულიანი მუშაობით ქართულ ფუტსალს ფეხზე დავაყენებთ.

- საამისოდ, სერიოზული სახსრები დაგჭირდებათ. როგორ და საიდან აპირებთ თანხების მოზიდვას?
- სამწუხაროდ, დღეს ქართულ ფუტსალში ფული თითქმის არ არის, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობას რომ დავთანხმდი, ჩემს გუნდთან ერთად ამ პრობლემის მოგვარებაზეც ვიფიქრე. მაქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ შეიძლება ფუტსალით სპონსორების დაინტერესება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 53 /
ახალი კანდიდატი ჯობია ხოო? გაბოროტებული ნაციონალი ბატონი ირაკლი?? სტუდენტებისგან ქრთამებით რო ნაცხოვრები!!!
LATARA
06 თებერვალი 2016 13:56
0
კაზინო შენნაირების გამოა ეგრე როაა მართლაც. არც შინაურები რო არ იციან და არც ძმაკაცები... !!!!
LATARA
06 თებერვალი 2016 13:48
0
საცოდავო უსაქმურებო ეხლა გავიგე რაც ხდება ეგ თქვენი ნაციონალი ხარჯევანიდზე თსუ-ს უსაქმურებო ვაჭრებო თითო კომენტარსში ლარს გიხდით ვაი თქვენს პატრონს ნაცების დრო ცავიდაააააა მომინდომეთ ირაკლი ხარჯევანიდზის პრეზიდენტობა აბა თქვენ იცით ეგეთ კაცს საერთოდ როგორ უჭერტ ხმას.
guja
06 თებერვალი 2016 13:38
0
შენღა აკლდი ახლა დაქცეულ ქართულ ფუტსალს. ერთი საწყალი კომპიუტერი ირიცხება ასოციაციის ბალანსზე. იმასაც მოკიდებ ხელს, დაალომბარდებ და კაზინოში წააგებ.
aleko
06 თებერვალი 2016 11:29
0
Latara:
ლატარ სიმართლეს ჩახედე თვალებში. ძმაკაცობით, შინაურობით და ნათესაობით ნუ უყურებ საკითხს, თრემ მასეთმა მიდგომებმა დაღუპა ეს ქვეყანა
კაზინო
06 თებერვალი 2016 11:22
0
ფუტბოლს მიხედე კაცურად არაა აგი შენი საქმე
miteks
06 თებერვალი 2016 02:17
0
მიაწექი ხიზანეი
sulguna
06 თებერვალი 2016 01:34
0
ნუ ხართ ბოროტი და ბოგმა ხალხიი!!! გრზელი ენები დაიმოკლეთ უაზრო რეპლიკებისგან თავი შეიკავეთ.. წარმატება ოთარს!!!
LATARA
06 თებერვალი 2016 01:01
0
ოთიკო წარმატებები, მაგრამ არ ხარ შენ ჯერ მზად მაგ საქმისთვის და რატომაც გეუბნები ამას კი მიხვდები. არ მინდა თავი შეირცხვინო, ფეხბურთელი ჯიგარი იყავი და სახელი არ გაიფუჭო
zura
06 თებერვალი 2016 00:55
0
ოთარ ვინ ნაკრების წევრებთან მეგობრობ?? თვალით არ გვინახიხარ არავის.
ფეხბურთელი
06 თებერვალი 2016 00:51
0

სიახლეები პოპულარული