ოთარ ხიზანეიშვილი: ფუტსალს ფეხზე დავაყენებთ!

AutoSharing Option
15 თებერვალს ფუტსალის ასოციაციას ახალი პრეზიდენტი ეყოლება. ასოციაციაში პრეზიდენტობის პირველი და, ჯერჯერობით, ერთადერთი კანდიდატის განცხადებაა შესული - თბილისის ფუტსალის ასოციაციამ თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი, 34 წლის ოთარ ხიზანეიშვილი წარადგინა.

კანდიდატების დარეგისტრირება დღეს, 5 თებერვალს მთავრდება.

რატომ გადაწყვიტა ხიზანეიშვილმა, რომელიც მთელი ცხოვრება კლასიკურ ფეხბურთს თამაშობდა, მის ნათესავ ფუტსალში მისვლა? სწორედ ამ თემას ეხება ჩვენი ინტერვიუ...

- ფუტსალის ასოციაციაში მისვლა რატომ გადაწყვიტეთ?
- კარგად ვიცი, ფუტსალში და თავად ასოციაციაშიც რა მძიმე მდგომარეობაა. ამ დროს, საქართველოში მას საკმაოდ დიდი
პოტენციალი აქვს და მსურს, ჩემი გამოცდილებითა და კავშირებით ასოციაციას მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანაში დავეხმარო.

- საერთოდ, აქამდე ამ სახეობასთან რამე კავშირი გქონდათ?
- კავშირი რომ არ მქონოდა, ამ ნაბიჯს არც გადავდგამდი. მარტო ის არ არის საქმე, ფუტსალის თამაში რომ მიყვარს. ეს სფერო ყოველთვის მაინტერესებდა და საზღვარგარეთ ყოფნისას კარგად ვხედავდი, თუ როგორ შეიძლებოდა მისი შეფუთვა და ხალხამდე მიტანა, დარბაზების გავსება და გულშემატკივრების დაინტერესება.

ყოველთვის ვინტერესდებოდი ჩვენი ეროვნული ნაკრებისა და ევროთასებზე გასული საქართველოს ჩემპიონი გუნდების თამაშებით. ამას გარდა, ეროვნული ნაკრების წევრებთან ვმეგობრობ და ვიცი, ამ სახეობაში რაც ხდება. ამ ყველაფრიდან დასკვნა გამოვიტანე - სათანადო მუშაობისა და ხელშეწყობის პირობებში, საქართველოში ფუტსალს ძალიან კარგი მომავალი ექნება. ამისთვის მუშაობა კი ნამდვილად ღირს.

- პრიორიტეტულად რა პრობლემის მოგვარება წარმოგიდგენიათ?
- ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო, მაგრამ ვეღარ გრძელდება. ამ და სხვა პრობლემების მოგვარებაზე მე და ჩემი გუნდი ვმუშაობთ და სამოქმედო გეგმას უახლოეს პერიოდში წარვადგენთ.

- ჩემი გუნდიო, თქვით. ვინ არიან ამ გუნდში?
- გუნდსაც მალე დავასახელებ. არიან ადამიანები, რომლებიც ამ სფეროს კარგად იცნობენ და სათანადო ცოდნასთან ერთად, გამოცდილებაც აქვთ. აუცილებლად შევხვდები იმ ხალხს, ვინც ფუტსალს პროფესიულად, წესიერად ემსახურებოდა და ემსახურება. დარწმუნებული ვარ, ერთსულოვნებითა და გულიანი მუშაობით ქართულ ფუტსალს ფეხზე დავაყენებთ.

- საამისოდ, სერიოზული სახსრები დაგჭირდებათ. როგორ და საიდან აპირებთ თანხების მოზიდვას?
- სამწუხაროდ, დღეს ქართულ ფუტსალში ფული თითქმის არ არის, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობას რომ დავთანხმდი, ჩემს გუნდთან ერთად ამ პრობლემის მოგვარებაზეც ვიფიქრე. მაქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ შეიძლება ფუტსალით სპონსორების დაინტერესება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 53 /
რაულ!!! რატო იძახი მასეთ რაგაცეებს? თუ წააგო მისი საკუთარი წააგო შენი ხო არ წააგო? გამოხვედით მამა აბრამის ბატკნები... კაცი ქალზე მეტი ჭორიკანა ყოპილააა შენის თამადობით!!!
LATARA
12 თებერვალი 2016 17:17
0
ამან დაანება კაზინოებში სიარულს თავი? ასობით ათასებს რომ აგებდა და ფეხბურთის მაგივრად კაზინოზე ფიქრობდა...
Raul
12 თებერვალი 2016 10:44
0
აცადეთ ადამიანს ტოოო რახანც საქმეს მოკიდა ხელი ესეიგი დაალაგებ ხოო? წარმატებები ვუსრვოთ ოთოს და მჯერა ფუტზალიც ფეხზე დადგებაა!!! მიდი ოთიიიი
davidovich LTR
12 თებერვალი 2016 04:18
0
ამდენი კომენტარი ვნახედა მგონია ხიზოს აქამდე არაპერი შეშლია და კაი საქმის კეთებაშიც არ შეეშლება!!!! წარმატება ოთიიიი გბალეშიკობ
davidovich
12 თებერვალი 2016 04:11
0
ოთო ჭუტიკა წერეთლის გაპრავებული პრეზიდენტობა არ აიღო, თორემ ძვირად გადაგახდევინებს იცოდე. ტალახში ამოგსვრის
რჩევა
08 თებერვალი 2016 01:13
0
Jojo, mojo და მისნაირებს:
ფუტსალში საქმეა საკეთებელი ბიძია? საბლატაო კი არაა. თქვენ ფუტსალი, ქუჩა, საქმე და კაზინო გერევათ ერთმანეთში. ხიზანეი ჯერ საქმისთვის არაა მზად
gruzin
08 თებერვალი 2016 01:11
0
სხვის დაკრულზე არ გინდა არჩევნები
salata
07 თებერვალი 2016 16:29
0
ხიზოოო ვის აქ ორი თავი ვინ წამოვა შენ წინაამდეგ
xaladeca
07 თებერვალი 2016 11:30
0
ჭუტა წერეთელი და ლევან გრიგოლია თუ დგანან შენს უკან ფინთად ყოფილა საქმე
Aray
07 თებერვალი 2016 03:48
0
zizus :)


"დამანგრეველი" წერეთელი :)
pivnoi
07 თებერვალი 2016 02:57
0

სიახლეები პოპულარული