10 თებერვალს, 16:00 საათზე სასტუმრო "ჰოლიდეი ინში", ფუტსალში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ორგანიზებასთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტულ სააგენტო SBM-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
შეგახსენებთ, რომ სპორტული სააგენტო SBM-ის ორგანიზებით ტარდება ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა. ლიგაში სხვადასხვა კომერციული და არაკომერციული, სამთავრობო თუ არასამთოვრობო ორგანიზაციის გუნდები გამოდიან.