საქართველოს ფუტსალის ასოციაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ასოციაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. დღეს, 15 თებერვალს, 16 საათზე, "არენა 1"-ში ყრილობა გაიმართა, რომელზეც მხოლოდ ერთი კანდიდატი, ოთარ ხიზანეიშვილი იყო წარდგენილი.

ყრილობაზე მყოფმა ოთხივე დელეგატმა ხმა სწორედ ხიზანეიშვილს მისცა.

ოთარ ხიზანეიშვილი 1981 წლის 26 სექტემბერს, ქ. თბილისში დაიბადა. 1998 წლიდან ოთარი თბილისის "დინამოს" ძირითადი გუნდის წევრი იყო, 17 წლიდან - საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი. 19 წლიდან თამაშობდა მოსკოვის "სპარტაკში".

2006 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ მისით დაინტერესდა "ფრაიბურგი" და გერმანულ კლუბში გადავიდა. 1999-2007 წლებში ეროვნული ნაკრების
მაისურით ჩატარებული აქვს 20 მატჩი. 2012 წელს დაბრუნდა თბილისის "დინამოში", 2014-15 წლებში კი ბოლნისის "სიონში" თამაშობდა.

ხიზანეიშვილი ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტად 2 წლის ვადით აირჩიეს.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ოთარ იმედია აწი მაინც აღარ გაეკარები ნარკოტიკებს
კაკი
20 თებერვალი 2016 23:40
0
carmatebebi otar....samtredia..
alex
18 თებერვალი 2016 20:02
0
ღადაობაა
sali
16 თებერვალი 2016 20:39
0
მაგარი ფეხბურთელი იყო და პიროვნულადაც აქებენ ცარმატებები ოთარს.
gege
16 თებერვალი 2016 20:18
0
მიხარია ოთარ!აბა შენ იცი!წარმატებები.
giorgi
16 თებერვალი 2016 15:30
0
ხიზანეი მიბაძე ირაკლის !!!!
სალათა
16 თებერვალი 2016 15:27
0
მალადეც ოტარს გილოცავ
gia
16 თებერვალი 2016 13:46
0
მიწიდან ამოსაღებად გამზადებული ფუტსალს მიწა მიაყარეს და 4 წლით ისევ დამარხეს.. ყოჩაღ ჭუტა წერეთელს!
gigisha
16 თებერვალი 2016 13:07
0
აუ მაგარი ადამიანი ცარმატებები წინ სვლა საქმეში მჯერა კეგენდა კაცი ხარ!
soso
15 თებერვალი 2016 20:29
0
გაიხარე ხიზანეი არ უსმინო არავის მე მჯერა რო დალაგებ საქმეს კარგი კაცი ხარ და კარგი ადამიანი.
bati
15 თებერვალი 2016 19:28
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული