ყველაფერი მოგვარებულია - ოთარ ხიზანეიშვილს რეესტრი პრეზიდენტად ორ დღეში დაარეგისტრირებს

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ასოციაციის ახალარჩეული პრეზიდენტი ოთარ ხიზანეიშვილი საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა. მიზეზად კანონის მე-19 მუხლის მეხუთე პუნქტი დასახელდა, რომლის მიხედვითაც,  რეესტრს არ აქვს უფლება, მესამე მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმობა დაარეგისტრიროს.

Sportall.ge ოთარ ხიზანეიშვილს დაუკავშირდა და ესაუბრა.

"ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ვერ მოხერხდა ჩემი პრეზიდენტად დარეგისტრირება, იყო ის, რომ არჩევნებს 5 დელეგატის ნაცვლად 4 დაესწრო, რაც ფუტსალის რეგლამენტით არ შეიძლებოდა. ის ერთი დელეგატიც იმიტომ არ
დაესწრო, რომ ხმას მე არ მაძლევდა.

ამ ეტაპზე ყველაფერი მოგვარებულია და რეესტრში ოფიციალურად ორ დღეში დავრეგისტრირდები", - გვითხრა ოთარმა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ოთიკო ეს რა ქუდი გახურავს ბიჭო! ახლავე მოიხადე ბოდიში!
nikee
01:13 21-02-2016
0
ოთარ რა ბოტასები ჩაგიცვია რა არის ეს? გამოიცვალე ეხლავე!
0

სიახლეები პოპულარული