SBM LEAGUE 2015/16: ბრინჯაოს და სუპერლიგა C-ს პირველი ტური

AutoSharing Option
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში ბრინჯაოს ლიგისა და სუპერლიგა C-ს გათამაშებამ აიღო სტარტი. კვირას, 13 მარტს, ახალი სპორტის სასახლემ პირველი ტურის შეხვედრებს უმასპინძლა.

სუპერლიგა C-ში დებიუტი გამარჯვებით აღნიშნა ტელეკომპანია "იმედის" გუნდმა, რომელმაც "ჯი პი აი ჰოლდინგს" სძლია დამაჯერებლად - 9-5.

ამავე გათამაშებაში "სამტრედიამ" 4-2 დაამარცხა აჭარის სომეხთა კავშირის გუნდი "ახპიური", ხოლო "ჯვაროსნებმა" 13-4 მოუგეს თავდაცვის სამინისტროს გუნდს.

ტურის კიდევ ერთი დაპირისპირება, "სი სი ლოუნსა" და მცხეთის "გრანდ გრუპ ჯორჯიას" შორის მოგვიანებით გაიმართება.

13.03.2016. სუპერლიგა C. I ტური
ჯი პი აი - ტვ
იმედი 5-9
სამტრედია - ახპიური 4-2
თავდაცვის სამინისტრო - სკ ჯვაროსნები 4-13

რაც შეეხება ბრინჯაოს ლიგას, "შემოსავლების სამსახურმა" 5-3 აჯობა "ბი პი ჯორჯიას", "თიბისი ბანკმა" 4-2 დაამარცხა "აჭარა ჯგუფის" გუნდი.

"ეროვნული ბანკისა" და "ლიბერთი ბანკის" "საბანკო დერბი" 1-4 დასრულდა ამ უკანასკნელის სასარგებლოდ. ტური ოქროს და ვერცხლის ლიგებიდან დაქვეითებული გუნდების დაპირისპირებით დასრულდა, რომელშიც "ევროპაბეთმა" 5-1 სძლია "ავერსს".

13.03.2016. ბრინჯაოს ლიგა. I ტური
შემოსავლების სამსახური - BP Georgia 5-3
თიბისი ბანკი - აჭარა გრუპი 4-2
ეროვნული ბანკი - ლიბერთი ბანკი 1-4
ევროპაბეთი - ავერსი 5-1

ორივე ლიგაში 8-8 გუნდი იღებს მონაწილეობას, რომლებიც ერთმანეთს ერთ წრედ დაუპირისპირდებიან. საუკეთესო 4-4 გუნდი მომდევნო წელს რანგით მაღალ ლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებს.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "foodpanda","წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

მედიაპარტნიორები: რადიოები - "იმედი", "კომერსანტი"; ვებპორტალები - geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, 90wuti.ge და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული