საქართველოს ფუტსალის ლიგა: ჩემპიონობისთვის ორი საუკეთესო იბრძოლებს

AutoSharing Option
30 მაისს, ახალ სპორტის სასახლეში საქართველოს ფუტსალის ლიგის განმეორებითი ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა და გაირკვა იმ ორი გუნდის ვინაობა, რომლებიც წლევანდელი გათამაშების ფინალში ითამაშებენ. როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს საუკეთესო გუნდის ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი "სტუ-თელასი" და თსუ დაუპირისპირდებიან.

მიუხედავად საკადრო პრობლემებისა, "სტუდენტებმა" განმეორებით შეხვედრაშიც სძლიეს "თბილისს" - 7-4 და გამარჯვებათა ასპროცენტიანი შედეგით ფინალის საგზურიც დამსახურებულად მოიპოვეს. კვლავ შეუჩერებელი იყო მათი შემტევი გია ნიკვაშვილი, რომელმაც თავი ხუთი გატანილი გოლით გამოიჩინა და ბომბარდირთა დავაშიც ერთპიროვნულად დაწინაურდა. თსუ-მ კი ორი მატჩის ჯამში 15-7
აჯობა მეტოქეს.

გაცილებით მეტი ინტრიგა და მოლოდინი ახლდა "თელასის" და "აფხაზეთის" განმეორებით ნახევარფინალურ დაპირისპირებას. პირველ შეხვედრაში ჩემპიონს მინიმალური სხვაობით ჰყავდა მეტოქე დამარცხებული (4-3), თუმცა, პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, "ენერგეტიკოსებმა" ამჯერად უფრო იოლად - 5-2 სძლიეს "შავიზღვისპირელებს".

ყოველივეს მთავარი მიზეზი კი "აფხაზეთის" ფეხბურთელების გამოუცდელობა, დაცვაში დაშვებული უხეში შეცდომები და თავად "თელასის" მოთამაშეების სათამაშო კლასი გახლდათ, რამაც ობიექტური შედეგი მოიტანა - ორი მატჩის ჯამში 9-5 "თელასის" სასარგებლოდ და ჩემპიონი ტიტულის დასაცავად იბრძოლებს.

ფინალური შეხვედრა 10 ივნისს, ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება. ამავე დღეს შედგება მატჩი მესამე ადგილისათვის, რომელშიც ერთმანეთს "თბილისი" და "აფხაზეთი" დაუპირისპირდებიან.

ბომბარდირები: გიორგი ნიკვაშვილი (თსუ) - 23, მელტონ ახალაია (აფხ) - 21, აბი აჰი ალფონსე (სპარტ), ლაშა სიგუნავა (თსუ) - 17

30.05.2016. საქართველოს ფუტსალის ლიგა. 1/2-ფინალი (II)
თსუ - თბილისი 7-4 (8-3)
გოლები: 7:06’ ნიკვაშვილი (1-0), 7:26’ ნიკვაშვილი (2-0), 8:30’ ნიკვაშვილი (3-0), 9:31’ სიგუნავა (4-0), 16:29’ ნიკვაშვილი (5-0), 21:12’ მაისურაძე (5-1), 27:17; სიგუნავა (6-1), 31:03’ რეხვიაშვილი (6-2), 32:58’ ნიკვაშვილი (7-2), 34:01’ რეხვიაშვილი (7-3), 36:33’ რეხვიაშვილი (7-4)

სტუ-თელასი - აფხაზეთი 5-2 (4-3)
გოლები: 3:24’ დევდარიანი (1-0), 5:20’ ახალაია (1-1), 6:35’ ასათიანი (2-1), 8:52’ კურბანოვი (3-1), 26:21’ წვერავა (4-1), 29:10’ კურბანოვი (5-1), 30:49’ ქეშელაშვილი (5-2)
გაფრთხილება: 7:06’ დევდარიანი (თელ), 15:49’ გოგოლაძე (აფხ)

საქართველოს ფუტსალის ლიგის ტექნიკური პარტნიორები არიან გერმანული სპორტული ბრენდი SALLER და ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", "წყალი მარგებელი", SPORT City, Apple City.

მედიაპარტნიორები: რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი"; ვებპორტალები: sportall.ge, mysports.ge, worldsport.ge, goal.ge, და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული