3 ნოემბერს ოლიმპიურ კომპლექს "ახალი თბილისის" სასტუმრო "მოხალისეში" პრეზენტაცია გაიმართა: სფფ-ისა და SBM-ის ორგანიზებით 2016/17 წლების სეზონის ფუტსალის ლიგის პრეზენტაციაზე გუნდები წარადგინეს და ჩემპიონატის წილისყრა შედგა. მას სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი და სააგენტო SBM-ის დირექტორი ზაალ ჩიტალაძე ესწრებოდნენ.
ჩემპიონატი 10 ნოემბერს, სპორტის ახალ
მაგრამ ჩემპიონატების თამაშებს მხოლოდ ახალი სპორტის სასახლე არ უმასპინძლებს - ორივე ბათუმური გუნდი საშინაო შეხვედრებს აჭარის დედაქალაქში გამართავს.
წილისყრამ პირველ ტურში გუნდები ასე დააწყვილა:
10 ნოემბერი
აგორა-ბსუ (ბთ)
სტუ/თელასი-დინამო (ბთ)
თბილისი-მგლები
აფხაზეთი-იბსუ
თბ. უორიორზი-ტატიშვილი
წრიული ეტაპის დასრულების შემდეგ ჩემპიონობისთვის საუკეთესო ოთხეული იბრძოლებს. ნახევარფინალურ, ფინალურ და მე-3 ადგილისთვის შეხვედრებში გამარჯვებული ორი მოგების შედეგად გამოვლინდება. სიახლეა საპრიზო ფონდთან დაკავშირებითაც - ფრის და მოგების შემთხვევაში, გუნდებს გაზრდილი ფულადი ბონუსები დაერიცხებათ.
"ფეხბურთის ფედერაცია ფუტსალის ხელშეწყობას აუცილებლად გააგრძელებს, რადგან ამ მიმართულებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.
სასიხარულო და მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქის ფარგლებს გავცდით და რეგიონშიც გავედით. მიხარია, რომ ჩვენი და SBM-ის თანამშრომლობა წარმატებული აღმოჩნდა და იმედია, მომავალშიც ასე გაგრძელდება.
ახალი სეზონის განსაკუთრებული სიახლე ისაა, რომ ფუტსალის ლიგას სატელევიზიო პარტნიორი ეყოლება და წლევანდელი გათამაშება ტელევიზიით გაშუქდება. თანამშრომლობაზე შეთანხმებას სფფ-მ, SBM-მა და ტელეკომპანია "სილკმა" მიაღწიეს", - თქვა ლევან კობიაშვილმა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"