საქართველოს ფუტსალის ნაკრები სლოვაკეთს დაუზავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა სლოვაკეთის ნაკრებთან პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა.

შეხვედრის პირველი ნახევარი, გარდამავალი უპირატესობის მიუხედავად, გატანილი გოლების გარეშე, ფრედ, 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში ანგარიში ჩვენმა გუნდმა გახსნა, საქართველოს ნაკრების წევრმა რონინიომ ეფექტური დარტყმით 30-ე წუთზე გაიტანა. გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ და 36-ე წუთზე მარტინ დოშას გოლით ანგარიში გათანაბრდა, ფრე - 1:1.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, საქართველოსა და სლოვაკეთის ფუტსალის ნაკრებები მეორე ამხანაგურ შეხვედრას 7 დეკემბერს, 19:00 საათზე, კვლავ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში
გამართავენ. მატჩზე დასწრება თავისუფალია.

თბილისი, ოლიმპიური სასახლე
საქართველო-სლოვაკეთი 1:1
გოლები: 1:0 რონინიო (30), 1:1 მარტინ დოშა (36)

საქართველო: კუპატაძე, ჭანუყვაძე, თოდუა, რონინიო, ტიკურიშვილი
მთ. მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

სლოვაკეთი: ბრნდიარი, რიკი, კოზარი (კ), ბრუნოვსკი, დრაჰოვსკი
მთ. მწვრთნელი: მარიან ბერკი

სათადარიგო
საქართველო: ჯამბურია, ლუკავა, კურტანიძე, თოფურია, კობაიძე, მაისაია, ბობოხიძე (კ), სებისკვერაძე, სოზაშვილი, ზედელაშვილი

სლოვაკეთი: ჰერკო, რაფაი, სმეჟიჩკა, ბელანიკი, ჰუდეკი, პაშტერნაკი, მარუშინეცი, დოშა

მსაჯები: შოთა ქუხილავა, ბაკურ ნინუა, ზვიად ბლიაძე, გრიგოლ ბლიაძე (თაიმკიპერი)

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
უხელფასო ნაკრებმა მაგრად ითამაშა. ჯიგრები ხართ. რონი და კუპატას განსაკუთრებული პატივისცემა. კობი დააფინანსე ფუტსალი და ქვეყნის პრესტიჟს წინ წაწევს.
გიგი
16:17 07-12-2016
0
გენაცავლეთ ძმებო,ამ ბიჭებს მიეცით დაფინასება და დარწმუნებული ვარ გვასახელებენ. თან სპორტის ამ სახეობას დიდი ფინანსები არ ჭირდება. სასწრაფოდ სახელმწიფო პროგრამა!
თსუ-ს კიდევ მადლობა ეს ბიჭები რომ შემოუნახა ნაკრებს!
0

სიახლეები პოპულარული