ნიკა კაჭარავა: ფულადი პრიზი საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ეთნიკოსის" ფორვარდ ნიკა კაჭარავას კვიპროსის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის, Carlsberg-ის ჯილდო გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ კაჭარავა კვიპროსის ჩემპიონატის დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად კვიპროსელმა ჟურნალისტებმა აირჩიეს. ნიკამ დეკემბერში ჯერ იყო და "არისთან" გაიფორმა დუბლი, "შემდეგ" კი "ზაკაკიუსსაც" ორი გოლი გაუტანა. ბოლოს კი, კაჭარავამ "აელთან" გოლის გატანასთან ერთად საგოლე გადაცემაც მიითვალა.

- კვიპროსელმა ჟურნალისტებმა ნიკა კაჭარავა დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელად აირჩიეს

"ჩემთვის დიდი პატივია Carlsberg-ის ჯილდოს მიღება თვის საუკეთესო ფეხბურთელისთვის (2016 წლის დეკემბერი). ფულადი პრიზი გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდში (ლარნაკის ბავშვთა
თავშესაფარი და მოზარდთა საერთო საცხოვრებელი). დიდი მადლობა!", - წერს კაჭარავა სოციალურ ქსელში.
მკითხველის კომენტარები / 4 /
კარგი იქნება აპოელში თუ გადავა.
gverda
17:39 14-01-2017
0
Aq gadacemda netav upatronota saxls?aramgonia haijibebda.
Bajo
10:25 14-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული