"ფრაიბურგი" ლუკას ჰუფნაგელს იჯარით უშვებს

AutoSharing Option
გერმანული მედიის ინფორმაციით, "ფრაიბურგი" ლუკას ჰუფნაგელს იჯარით უშვებს. 22 წლის ქართველმა ნახევარმცველმა თავი ვერაფრით დაიმკვიდრა "ფრაიბურგში", პირველ წრეში მან ტრავმისა და ავადმყოფობის გამო საერთოდ ვერ შეძლო თამაში პირველ გუნდში.

როგორც ჩანს, ბუნდესლიგაში დებიუტი, სულ მცირე, შემდეგ სეზონამდე გადაიდო. ჰუფნაგელს "ფრაიბურგთან" 2019 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი. უახლოეს დღეებში კი ის იჯარით წავა სეზონის ბოლომდე.

დიდი ალბათობით, ჰუფნაგელის ახალი გუნდი III ლიგის "აალენი" იქნება, რომლის მწვრთნელმა პეტერ ფოლმანმა უკვე დაადასტურა დაინტერესება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული