"საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბისთვის საინტერესო იქნება ჩემი პროფესიული ზრდა "ატირაუში"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზახური "ატირაუს" ფეხბურთელმა უჩა ლობჟანიძემ sports.kz-ს ინტერვიუ მისცა.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის მცველი ბოლოს თბილისის "დინამოს" ღირსებას იცავდა, ყაზახურ გუნდში კი ცოტა ხნის წინ, ლადო დვალიშვილთან ერთად გადავიდა.

- ცნობილია, რომ "ატირაუს" თურქულ შეკრებაზე შეუერთდი...
- კი, კლუბთან კონტრაქტი გავაფორმე.

- რატომ გააკეთე არჩევანი ყაზახურ კლუბზე, რით დაგაინტერესა?
- ჩემთვის ყაზახეთი ძალიან საინტერესო ქვეყანაა და თქვენი ჩემპიონატიც საინტერესო იქნება.

- როგორ გაჩნდა "ატირაუს" ვარიანტი?
- თბილისის "დინამოსთან"კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ რამდენიმე შემოთავაზება მქონდა, მაგრამ არჩევანი "ატირაუზე" გავაკეთე.

- კიდევ სად გიწვევდნენ?
- ბაქოს "ნეფთჩიში". ამის გარდა, კიდევ ერთ აზერბაიჯანულ და თურქულ კლუბს ვუნდოდი.

- კლუბთან კონტრაქტი ვლადიმერ დვალიშვილთან ერთად გააფორმე. თავიდანვე მასთან ერთად აწარმოებდი მოლაპარაკებებს? ერთი აგენტი გყავთ?
- კი, ერთი აგენტი გვყავს და კლუბთან მოლაპარაკებებს პარალელურად ვაწარმოებდით.

- რა იცით ყაზახეთზე, ჩვენს ფეხბურთზე?
- ყაზახურ ფეხბურთზე ბევრი არაფერი ვიცი. სურვილი მაქვს, ბევრი ვიცოდე.

- როგორ ფიქრობ, საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი დაინტერესდება შენი თამაშით ყაზახეთში?
- ცხადია, დამაკვირდებიან. საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბისთვის საინტერესო იქნება ჩემი პროფესიული ზრდა "ატირაუში".
მკითხველის კომენტარები / 3 /
Sheni agmsfrenis naklebad mjera da nskrebdhi erterti susti certilixar magram shens arhevsnshi catmatebebs gisurveb.
Bajo
10:12 20-01-2017
0
აუ რამდენი ვიცინე :D :D :D :D
giga
10:55 20-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული