"ვიტესის" სასტარტო შემადგენლობაში იყო გუნდის ქართველი კაპიტანი გურამ კაშია, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, მატჩის 55-ე წუთზე კი ზუსტი თავური დარტყმით თავისი გუნდი დააწინაურა. 6 წუთში "ვიტესმა" მეორეც გაიტანა და ჰოლანდიის თასის ნახევარფინალში გავიდა.
თასის ნახევარფინალში "ვიტესის" მეტოქე როტერდამის "სპარტა" იქნება.