ლეგიონი: საბა კვირკველია ყაზანის "რუბინში" 45 წუთი ათამაშეს

AutoSharing Option
ესპანურ შეკრებაზე მყოფი ყაზანის "რუბინი" ამხანაგურ შეხვედრაში სოფიას ცსკა-ს გაეჯიბრა და 4:2 მოუგო. ყაზანური კლუბის შემადგენლობაში მეორე ტაიმი ჩაატარა საქართველოს ნაკრების 24 წლის ცენტრალურმა მცველმა საბა კვირკველიამ.

მოგეხსენებათ, ბოლო დროს საბა საერთოდ აღარ თამაშობდა "რუბინში" და გუნდიდან წასვლასთანაც ახლოს იყო, მაგრამ ისე ჩანს, რომ დარჩა, ალბათ, იმის იმედად, რომ მომავალში გაცილებით ხშირად გავა მინდორზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
როდესაც რუსეთში ან უკრაინაში თამაშობ, ფეხების გარდა ჭკუა თავშიც უნდა გქონდეს. თუ გაბედავ და გადაუხვევ დამკვიდრებულ მაფიოზურ წესებს გაგიშვებენ დუბლებში, არ გაგყიდიან, არც გათამაშებენ და დაგღუპავენ...
namdvili zaza
28 იანვარი 2017 01:16
0
საბა, ბევრ თამაშს და ბევრ წარმატებებს გისურვებ.
gizog
27 იანვარი 2017 14:48
0
ჯერ დღევანდელი რუბინი რა ჩემი ფეხებია!
მერე, ჩელებაძეა უკვე ჩემი ფეხები, რომ საბა ვერსად ვერ მოაწყო... წავიდა ჩელეს "სვიაზების" დრო და აფერხებს საბას კარიერას. ყოველთვის მუშაობაა საჭირო და არა არხეინად ცხოვრება ძველი ავტორიტეტის იმედით.
გარინჩა
27 იანვარი 2017 14:03
0
კიდე გავიგონებთ ამის წუწუნს.
giga
27 იანვარი 2017 13:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული