ოფიციალურად: "ემპოლიმ" რომან ჭანტურია "ოლანენშეში" გაანათხოვრა

AutoSharing Option
"ემპოლის" ოფიციალური საიტი ადასტურებს ინფორმაციას, რომელიც რამდენიმე დღის წინათ მოგაწოდეთ - კლუბმა ქართველი ფორვარდი რომან ჭანტურია იჯარით პორტუგალიის მეორე დივიზიონის კლუბ "ოლანენშეში" გაუშვა.

20 წლის ფორვარდი, ლევან მჭედლიძისგან განსხვავებით, "ემპოლის" ძირითადში ვერ ხვდებოდა, ის მხოლოდ 5-ჯერ იყო სათადარიგოთა სკამზე სერია A-ს მატჩებში (ერთხელ ამ სეზონში). ჭანტურია გასულ სეზონში "ემპოლის" ახალგაზრდული გუნდის მთავარი ბომბარდირი იყო.

"ოლანენშე" მეორე დივიზიონის აშკარა აუტსაიდერია - 13 ქულა აქვს და ბოლოსწინაადგილოსანს 9 ქულით ჩამორჩება. თუმცა იქ ქართველ ფორვარდს სათამაშო პრაქტიკა ექნება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა ჭირთ ამ ქართველებს, მოხვდებიან ისედაც საშუალოზე დაბალი დონის ევროპულ კლუბებში და იქიდანაც სადგაც ჭ კლასის გუნდებში იშორებენ, ნუთუ არ შეიძლება ვინმე ათამაშდეს
დათო
20:05 27-01-2017
0
მე მომწონს,იქ თავის წარმოჩენეს საშუალება ექნება და გამოიყენებს კიდევაც დარწმუნებული ვარ.მას დიდი მომავალი აქვს ამაში დარწმუნებული ვარ
ბაჩო გ
20:47 27-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული