"რუბინი" "ლოკომოტივს" საბა კვირკველიას 5 მლნ ევროდ დაუთმობს, შესაძლებელია დაკლებაც...

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინი" მზადაა საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია მოსკოვის "ლოკომოტივს" 5 მილიონ ევროდ დაუთმოს.

ქართველ მცველს ყაზანურ კლუბთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებს, დასახელებული თანხა კი პირის გასამტეხლოა, რომელიც ხელშეკრულებაშია მითითებული. როგორც ირკვევა, "რუბინი" მზადაა, "ლოკომოტივისგან" ადექვატური წინადადების შემთხვევაში, ფასის დაკლებაზეც იფიქროს, თუკი მოსკოვურ კლუბს ალექსეი მირანჩუკის ტრანსფერზე გაურიგდება. საქმე ისაა, რომ "რუბინს" "რკინიგზელთა" ნახევარმცველის შეძენა 5 მლნ ევროდ სურს, "ლოკომოტივი" კი 8 მლნ-ს ითხოვს.

როგორც "სპორტ ექსპრესი" იუწყება, ამ დროისთვის "ლოკომოტივს" ოფიციალური მიმართვა აქვს "რუბინისთვის" გაგზავნილი, სადაც კვირკველიას ტრანსფერში
მილიონი ევროს გადახდაზეა თანახმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების 24 წლის მცველს მიმდინარე სეზონში "რუბინის" შემადგენლობაში არცერთ ოფიციალურ მატჩში უთამაშია.

რუსეთის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში "რუბინი" და "ლოკომოტივი" 23-23 ქულით მეცხრე-მეათე ადგილებს იყოფენ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
რას უშვრებიან ამ ბიჭს.
სოსო
11:35 28-01-2017
0
რას უშვრებიან და ძალით აფუჭებენ, ეს ..., ნეტა მოსცილდეს ამ რუსებს. ევროპის ვარიანტი გამოუჩნდეს, კარგი მონაცემები აქვს და ინგლისში ან გერმანიაში გაქაჩავდა.
ჯიმშელა
12:20 28-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული