ოფიციალურად: ბუდუ ზივზივაძე კარიერას დანიურ კლუბში გააგრძელებს

AutoSharing Option
საქართველოს გარდამავალი საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, "სამტრედიას" ყოფილი ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე კარიერას დანიურ "ესბიერგში" გააგრძელებს.

აღნიშნული ინფორმაცია დანიური კლუბის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა. ზივზივაძემ დანიურ კლუბთან 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"მიუხედავად იმისა, რომ ზივზივაძე ამპლუით ცენტრალური ფორვარდია, მას მარცხენა ფლანგზეც შეუძლია თამაშია. ის სწრაფი, ტექნიკური და ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელია, რომელსაც კარგი მარცხენა აქვს", - განაცხადა "ესბიერგის" სპორტულმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ "ესბიერგში" ოთარ კაკაბაძეც თამაშობს. კლუბისს ოფიციალური საიტის ცნობით, ზივზივაძე და კაკაბაძე ერთ ოთახში იცხოვრებენ.

19 ქულით "ესბიერგი" 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
აი ეს ტრანფერი მეტყველებს იმაზე ტუ რა სიტუაციასჰი იმყოფება ქარტული ფეხბურტი,გუნდი რომელიც გავიდა ლიგის შესარჩევში მისი საუკეტესო ფეხბურტელი ტოვებს გუნდს და გადადის აუტცაიდერთა რიგებში,ვაი ჩვენ დგეს უბედურს,წარმატებები ბუდუ,მაგრამ მგონია ზაან ცუდი არჩევანია,გმერთით ვცდები...
aba he
01:07 30-01-2017
0
davai budulai, tarmatebebi!
irakli
01:38 30-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული