ოფიციალურად: ბუდუ ზივზივაძე კარიერას დანიურ კლუბში გააგრძელებს

AutoSharing Option
საქართველოს გარდამავალი საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, "სამტრედიას" ყოფილი ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე კარიერას დანიურ "ესბიერგში" გააგრძელებს.

აღნიშნული ინფორმაცია დანიური კლუბის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა. ზივზივაძემ დანიურ კლუბთან 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"მიუხედავად იმისა, რომ ზივზივაძე ამპლუით ცენტრალური ფორვარდია, მას მარცხენა ფლანგზეც შეუძლია თამაშია. ის სწრაფი, ტექნიკური და ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელია, რომელსაც კარგი მარცხენა აქვს", - განაცხადა "ესბიერგის" სპორტულმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ "ესბიერგში" ოთარ კაკაბაძეც თამაშობს. კლუბისს ოფიციალური საიტის ცნობით, ზივზივაძე და კაკაბაძე ერთ ოთახში იცხოვრებენ.

19 ქულით "ესბიერგი" 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ბომბარდირი არ უნდა მიდიოდეს აუთსაიდერ გუნდში და თან ასეთი საშუალო დონის ჩემპიონატში როგორიც დანის ჩემპიონატია,მაგრამ სამწუხაროდ დღეს დღეისობით საქართველოს ჩემპიონატი იმდენად დაბალ დონეზეა და იმდენად არის ქართული ფეხბურთს იმიჯი შელახული ,რომ ასეთი გუნდებიც კი რომ ინტერესდებიან ქართველი ფეხბურთელებით ეგეც კარგია სანამ საქართველოს ჩემპიონათს დონე არ მოიმატებს იქამდე სუ ესე იქნება მეც მინდა რომ ქართველი ფეხბურთელები მიდიოდნე ლალიგაში პრემიერ ლიგაში სერიაA ში და ამ დონის ჩემპიონატებში მაგრამ სამწუხაროდ დღეს დღეისობით არაა ის დონე აქ რასაც ის გუნდები ითხოვენ წარმატებებს ვუსურვებ ბუდუს და თუ მოახერხებს და დანიაშიც ისევე ითამაშებს როგორც აქ მაშინ ნამდვილად გადავა მაღალი დონის ჩემპიონატში და უფრო მეტად მაღალი დონის გუნდში.
giorgi
30 იანვარი 2017 11:32
0
პირველ რიგში წარმატებები ვუსურვოთ ბუდუს. სამწუხაროა, რომ მან სამტრედია დატოვა მაგრამ რას ვიზამთ ესაა ჩვენი მწარე რეალობა საქართველოს ჩემპიონი გუნდის წამყვანი ფეხბურთელი სათამაშოდ მიდის დანიის აუტსაიდერ გუნდში. ხოლო ისინი ვინც ბრაზით რატომ წავიდა და გუნდს ლიგაზე რატო არ დაეხმაროს ეს პრეტენზიები კლუბის ხელმძღვანელობას უნდა უთხრათ, გაეფორმებინათ გრძელვადიანი კონტრაქტი და ვერ წავიდოდა ასე იოლად ან თუ წავიდოდა კლუბი ფინანსურად მაინც ისე იღებდა.
სამტრედიელი
30 იანვარი 2017 10:25
0
ნუ რა პრეტენზია უნდა გქონდეს ! ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილოსან კლუბში გადადის :D
ika
30 იანვარი 2017 09:40
0
bat.kaxi tqven fexburti menejmenti namdvilad ar gescavleba da gmertis ckalobit arc finansurad xar cudad.
ras eli rom samtrediahi sxva investori unda movides???
goga
30 იანვარი 2017 09:37
0
დანია რუსეთს ჯობია
gio
30 იანვარი 2017 09:09
0
წარმატებები ბუდუ,მარა ცუდი არჩევანიც არარი დანია ბოლოსდაბოლოს,თუმცა უკეთესი იქნებოდა ცოტახანი დარჩენილიყავი და სამტრეს დახმარებოდი,მარა ისე არხდება როგორც ჩვენ გვინდა ქართველ გულშემატკივარს ღმერთი გფარავდეს......
დილა გორი
30 იანვარი 2017 08:48
0
კლუბმა ყველაფერი მოგცა და იქნებ დახმარებოდი ჩემპიონთა ლიგაზე და მერე წასულიყავი. ფულის ხამი და უთავმოყვარეო ქართველი ფეხბურთელები.
gia
30 იანვარი 2017 04:15
0
ითამაშებს საკვალიფიკაციოზე და მერე რა ქნას,ესბიერგი და დანიის ჩემპიონატი რო ჩვენსას ჯობია ეს ხო ფაქტია...წესიერ მინდორზე მაინც ითამაშეჰა, იქვეა ბელგია ჰოლანდია თუნდაც კოპენჰაგენი მთავარია თავი გამოიჩინოს.წარმატებები
კახა ქირია
30 იანვარი 2017 03:44
0
sakartvelos kana chempionatze dabali done mtel msoflioshi ar arsebobs, samtuxarod, budum stored gadatkvita.
gigi
30 იანვარი 2017 03:41
0
tipi, ase davartkmevdi sakartvelos samokvarulo ligidan, daniashi rom gadaxval satamashod didi migtevaa, vitom da gulshematkivrebi teren raze ar darchi kanashi satamashoto??))) chemi azrit kvela axalgazrda fexburteli unda tavides sazgvargaret satamashod da normalur satamasho temps unda sheechvios da fizikas, vinz darcheba kidev samtuxarod sakartvelos kana chempionatit ver ganvitardeba)))
firali
30 იანვარი 2017 03:36
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული