"ჩვენი ჩემპიონატიდან ძლიერ ევროპულ კლუბში მოხვედრა, ფაქტობრივად, შეუძლებელია"

AutoSharing Option
რუმინული და პორტუგალიური ვარიანტები განზე დარჩა, ბუდუ ზივზივაძის ნერვიულობისა და ორჭოფობის დრო კი დასრულდა - გარდამავალი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი კარიერას დანიის სუპერლიგაში გააგრძელებს.

"იყო რამდენიმე საინტერესო ვარიანტი. მაგალითად, რუმინული, მაგრამ საბოლოოდ მასზე უარი ვთქვი. ბევრი ფიქრის შემდეგ კი დანიური "ესბიერგის" წინადადებას დავთანხმდი.

დანიაში კვირას ჩამოვედი, სამედიცინო შემოწმება წარმატებით გავიარე და კონტრაქტი გავაფორმე", - გვითხრა ზივზივაძემ.

22 წლის ფეხბურთელი ევროპულ ჩემპიონატში თამაშის პერსპექტივით გახარებულია:

"დანიაში გადასვლა ჩემთვის საპასუხისმგებლო მომენტია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ კარგად მოვემზადო, ადაპტაცია დროულად გავიარო და სათანადო
დონეზე ვითამაშო. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი კარიერული წინსვლისა და წარმატების საფუძველი გახდება".

ზივზივაძე კონტრაქტის დეტალებზეც გველაპარაკა:

"ხელშეკრულება 2,5 წელიწადზეა გათვლილი და 2019 წლის 30 ივნისს სრულდება. დღეს კლუბის ხელმძღვანელობამ მუდმივი ნომრის შერჩევა შემომთავაზა. გამიხარდა, ჩემი საყვარელი ნომერი "11" თავისუფალი რომ აღმოჩნდა და სიხარულით ავიღე".

შეგახსენებთ, რომ ახლახან "ესბიერგმა" ოთარ კაკაბაძე დაიმატა. 21 ტურის შემდეგ 14-გუნდიან დანიურ სუპერლიგაში ქართველების გუნდმა 19 ქულა დააგროვა, მე-12 ადგილზეა და აუტსაიდერ "ვიბორგს" (სადაც ახლახან მათე ვაწაძე ჩაირიცხა და უკვე გოლიც გაიტანა) მხოლოდ ორი ქულით უსწრებს.

ბუნებრივია, თითოეულ ჩვენგანს და გულშემატკივრებს პერსპექტიული თავდამსხმელის უფრო ძლიერ გუნდში ხილვა სურდა, მაგრამ ერთია სურვილი, მეორე კი - რეალობა. ზივზივაძე "ლელოსთან" სწორედ ამაზე წუხდა:

"სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონატიდან ძლიერ ევროპულ კლუბში მოხვედრა, ფაქტობრივად, შეუძლებელია, თორემ უარს ვინ იტყოდა?! ქედმაღლობით არ ვამბობ, ისეთ ასაკში ვარ, განვითარება მსურს და საამისოდ, კარიერის უცხოეთში გაგრძელება აუცილებლად მიმაჩნია. იმედია, სწორი ნაბიჯი გადავდგი და ამ შანსს გამოვიყენებ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
ეს ბავშვი ისე "გადაიზარდა" ფეხბურთში რომ არათუ საქართველოს სახელით არამედ სხვა ქვეყნების სახელითაც კი ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლაზე უარი თქვა და ახლა ჩამორჩენილ, გასავარდნად განწირულ ევროპულ კლუბებს ეხმარება ტოპ კლასის გადაზრდილი მასტერი :)

ცრემლებიც კი არა მაქვს რომ ვიტირო...
გარინჩა
12:29 30-01-2017
0
17 წლის რომ იყო გოგია,დედამისი იხვეწებოდა,რომ მიაქციეთ ყურადღება ჩემს ბიჭს,იქნებ გამოიძახოთ ნაკრებშიო
ზაზა
12:32 30-01-2017
0

სიახლეები პოპულარული