გიორგი მაკარიძე: თუ გგონიათ, რომ ვაისი ჩემს თამაშებს უყურებს, ცდებით...

AutoSharing Option
29 იანვარს, პორტუგალიის ლიგის თასის ფინალი გაიმართა, რომელშიც გამარჯვება გიორგი მაკარიძის გუნდმა "მორეირენშემ" იზეიმა.

"მორეირენშემ" ფინალში "ბრაგა" დაამარცხა და ქართველმა მეკარემაც პორტუგალიურ კლუბში პირველი ტიტული მოიპოვა.

- გიორგი მაკარიძე პორტუგალიის ლიგის თასის გამარჯვებულია [VIDEO]

"მორეირენშეს" ამ წარმატებაში მაკარიძემ მართლაც დიდი წვლილი შეიტანა - გიორგიმ, ჯერ იყო და, 1/4-ფინალში "პორტუსთან" ითამაშა შესანიშნავად, შემდეგ კი - 1/2-ფინალში, "ბენფიკასთან".

მიუხედავად სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშისა, მაკარიძეს ეროვნულ ნაკრებში შანსი არ ეძლევა, რაც ერთი შეხედვით, უცნაურა
დაც ჩანს. Sportall.ge 26 წლის მეკარეს სწორედ ნაკრებში შანსის მიუცემლობასა და პორტუგალიაში მოპოვებულ წარმატებაზე ესაუბრა.

- პირველ რიგში, გილოცავთ პირველ ტიტულს... კლუბს ლიგის თასზე აქცენტი თავიდანვე ჰქონდა გაკეთებული თუ "პორტუს" დამარცხების შემდეგ ირწმუნეთ, რომ ეს შეგეძლოთ?
- არა, აქცენტი არ გვქონია თასზე გაკეთებული. ამ ტურნირზე მწვრთნელი იმ მოთამაშეებს აძლევდა სათამაშო დროს, ვისაც ჩემპიონატში არ უწევდა გარჯა. ნახევარფინალში "ბენფიკასთანაც" კი ძირითადი შემადგენლობის 6 ფეხბურთელი დაასვენა... ყველას გვეგონა, რომ წავაგებდით, მით უმეტეს, რომ "ბენფიკა" ახლა ძალიან კარგ ფორმაშია, მაგრამ ეს ფეხბურთია და ანგარიშს წინასწარ ვერ განსაზღვრავ.

მხოლოდ დღეს ვირწმუნეთ, რომ თასის მოგება შეგვეძლო. ხომ ხვდებით, ძალიან საბრალოები ვიქნებოდით, "პორტუსა" და "ბენფიკას" დამარცხების შემდეგ, ფინალში რომ წაგვეგო. მართლა ძალიან დიდი უსამართლობა იქნებოდა...

- ბოლო შეხვედრებს მართლაც უმაღლეს დონეზე ატარებ. როგორ ფიქრობ, ფორმის პიკში ხარ?
- ჩვეულ ფორმაში ვარ. საერთოდ, სტაბილურობა მახასიათებს, უბრალოდ, წელს ისე ხდება, რომ ბურთი იქ მიდის, სადაც მინდა (იცინის).

- კლუბს ახლა მთელი აქცენტი ჩემპიონატზე ექნება...
- კი, უმაღლეს ლიგაში დარჩენა დავისახეთ მიზნად და დიდი ალბათობით, დავრჩებით კიდეც.

- პორტუგალიის ჩემპიონატზე რას გვეტყვი?
- აქ ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები თამაშობენ და ტრამპლინისთვის იდეალური ჩემპიონატია. ხალხს ფეხბურთის გარდა, არაფერი აინტერესებს. ერთი ისაა, რომ ფეხბურთი აქაურებისთვის სამ ნაწილად იყოფა: "სპორტინგად", "პორტუდ" და "ბენფიკად". ამიტომაა, რომ მხოლოდ ამ გუნდების თამაშებზე ივსება სტადიონები, გინდ შინ თამაშობდნენ და გინდ - გასვლაზე.

- სატრანსფერო ფანჯარა იხურება და გასაგებია, რომ აღარსად გადახვალ, მაგრამ ხომ არ გქონდა საინტერესო შემოთავაზებები?
- ჯერჯერობით არა. ვნახოთ, იმედია, ზაფხულში მექნება.

- მიუხედავად კარგი თამაშისა, ეროვნულ ნაკრებში ადგილი დღემდე ვერ დაიმკვიდრე... რისი ბრალია ეს?
- სიმართლე გითხრათ, ამ კითხვაზე პასუხი არც მე ვიცი. მწვრთნელის პრეროგატივაში ვერ ჩავერევი, მაგრამ ვფიქრობ, ერთ ამხანაგურ მატჩში თამაშს მაინც ვიმსახურებდი.

- როგორ ფიქრობ, ახლა მაინც მოგეცემა შანსი ნაკრებში?
- და რატომ გგონიათ, რომ ეს წარმატება რამეს შეცვლის? თქვენ გგონიათ, ვაისი ჩემს თამაშებს უყურებს? თუ ასეა, ცდებით. ამ მხრივ ძალიან გულნატკენი ვარ, იმედიც კი არ მაქვს, რომ ვაისი ეროვნულ ნაკრებში თამაშის საშუალებას მომცემს. ეგ კი არა, დიდი ალბათობით, აღარც გამომიძახებს...
მკითხველის კომენტარები / 27 /
მაკარ ხალხმა იცის რომ შენ დღეს ხარ პირველი მეკარე. ლორიას არაფერს ვერჩი მაგრამ არასტაბილურია, გავიხსენოთ ბოლო 2 ოფიციალური თამაში ლორიასი ნაკრებში.. მკვდარ ბურთს გამოაძრობს და მერე ბავშვურ შეცდომას უშვებს.. მაკარიზე ახლა უკეთეს პორმაშია და სტაბილურად დგას , ამიტომ უნდა მიეცეს შანსი და დააყენოს ვაისმა.. მაგრამ ვისესმის ჩვენი.. მიდი მაკარ გბალეშიკობთ საქართველოდან! წარმატებები. პ.ს. კობიაშვილმა როგორ გააინულა ავტორიტეტი ხალხის თვალში. ნოლი ხარ კობსონ ნოლი..
c
31 იანვარი 2017 13:43
0
ხოდა კიდევ ერთი, ჩვენი რაგბის მწრთნელმა ვაისსას ურჩია რომ თუ გინდა რომ წარმატბას მიაგწიოვოო საქართველოში უნდა იცხოვროვოო, მარა სულ არ კიდია ეხლა ვაისასს კარგით რაა
CHumad
30 იანვარი 2017 19:44
0
მაკარ, შენ თაბაშს კი არა შAერტოდ უყურებს ვინმეს თამაშს, ეროვნულ ჩემპიონატს დასცრებიანი რომელიმე რეგიონში? რა ვაისა ვინ ვაისა კარგიტ რა, სირცხვილია , ამ ორ ამხანაგურ თამაშებიდან ერთს რომ ვერ მოიგებ , ვინც არ გამოიძახა ნაკრებში ცჰემპიონატიდან , დარჩენილი ფეხბურტელებიდან , ცჰვენ რო გამოვიძახოტ ისინი მოუგებდნენ.... 100 ამდე რომ გაზარდონ მაინც არაფერი გვეშველებაა სანამდე არ მოისპობა .......... გამგები გაიგებს რააა
CHumad
30 იანვარი 2017 19:42
0
მინიმუმ მეორე მეკარე უნდა იყოს. შეადარეთ თქვენც ეხლა საქართველო და პორტუგალია,სად მეკარე ბენფიკას პორტოს სპორტიინგს რო ეთამაშება და სად მეკარე მეშახტეს ოზურგეთს და ბახმაროს.
luk
30 იანვარი 2017 17:46
0
შეიძლება ვცდები მაგრამ ჩჩვენთან უნდა იყოს ისე რომ ვაისმა უნდა გამო იძახოს ვინც უნდა და 2 ვაკანტური დაგვიტოვოს გულშემატკიძვრებს და გამოკითხვით ვინც მიიღებს ბევრ ხმას(ვაისის გამოძახებული ფეხბურთელების გარდა)ის დაამატოს
კახა ქირია
30 იანვარი 2017 16:45
0
ეს ბიჭი ნამდვილად იმსახურებს ნაკრების კარს,ძალიან კარგი პრესა აქვს და კარგ ფორმაშიც არის. აუცილებლად უნდა დააყენონ უახლოეს მომავალში..
მიშკა
30 იანვარი 2017 16:02
0
მინდა წარმატება უსურვო ამ ახალგაზრდა მეკარეს, მაგრამ ერთი მინდა ავღნიშნო იმათ გასაგონად, ვინც მაკარიძეს ნაკრების პირველ მეკარედ თვლის. ძალიანაც კარგი იქნება ასეც რომ იყოს, თუმცა მეკარის კლასი, მის მიერ გაშვებული გოლების რაოდენობიდან გამომდინარე დგინდება. მაკარიძეს პორუგალიის ჩემპიონატის 18 თამაშში 29 გოლი აქვს გაშვებული. ეს ნაკრების მეკარისათვის ძალიან ბევრია (1,62 გოლი). ამდენად, არც ისეა საქმე, როგორც აქ ზოგიერთები ხატავენ. ლორიას 20 გოლი აქვს გაშვებული 17 თამაშში. ასე რომ.....
მამუკია
30 იანვარი 2017 15:40
0
ე ბიჭო ეს კაცი კვასხვაძეს ხომ ულაპარაკოდ ჟობია და სადაც სამართალია სათადარიგო მეკარე მაინც უნდა იყოს. მე მჟერა რომ ის პირველ მეკარეობასაც იმსახურებს, იმიტომ რომ რუსეთზე კაი ლიგაში თამაშობს და თასიც მოიგო,რაშიც ლომის წილი გასწია. საქმე მარტივადაა ალბათ ვიღაცასთან ფედერაციიდან ,,თანამშრომლობაზე" ური თქვა და ბლოკავენ ძველი საბჭოური გადმონაშთები.
giorgi
30 იანვარი 2017 15:38
0
chven shegvizlia bevri ramis shecvla.rogori gulshematkivaric vart nakrebic iseti gvyavs,kashia rom dasva mwvrtnelma,xom vnaxet raqna gulshematkivarma?unda sheiqmnas ragac jgupismagvari,romelic kanonis parglebshi moawyobs aqciebs romigrznos pederaciam rom pexburti chvenia gulshematkivrebis......
ime
30 იანვარი 2017 15:25
0
პ.ს. დავამატებდი,რომ მაინც მიმაჩნია,რომ ლორია,რევიშვილი,მაკარიძე –სამი თანაბარი კლასის მეკარე გვყავს და ამ საკითხში ვაისს არ გავაკრიტიკებდი,თუმცა მაკარიძეს ამხანაგურში მაინც უნდა ათამაშოს ძირითადში
ზაზა
30 იანვარი 2017 14:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული