ქუთათელაძეს დედა და ბებია რუსი ჰყავს, დიდი ბაბუა ნიკოლაი ლაგუნოვი კი საბჭოთა კავშირის გმირი იყო. ამიტომ ქუთათელაძეს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, შეუძლია რუსეთის მოქალაქეობა აიღოს და მომავალში ამ ქვეყნის ნაკრების მაისური მოირგოს.
ინტერვიუს ერთ-ერთ მონაკვეთში ჟურნალისტი სწორედ ამით დაინტერესდა, თანახმა იქნებოდა თუ არა ქუთათელაძე რუსეთის ნაკრებში თამაშზე, თუმცა ფეხბურთელი კატეგორიულ უარზეა. ჩვენც სწორედ ამ მონაკვეთს გთავაზობთ.
"მე თამაში მხოლოდ საქართველოს ნაკრებში მინდა. გასაგებია, რომ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა
ძალიან დიდ პატივს ვცემ რუსეთს, რუს ერს, მაგრამ საქართველოში დავიბადე და მამა ქართველი მყავს. ვთვლი, რომ მომავალში ჩემი ქვეყნისთვის უნდა ვითამაშო", - განაცხადა ქუთათელაძემ.