ლევან ყენია - კიდევ ერთი ოპერაცია, პლუს, სარეაბილიტაციო პერიოდი

AutoSharing Option
ლევან ყენია მაგრად დაითარსა. საქართველოს ნაკრების 26 წლის ნახევარმცველს მთლიანად გაუცდა გასული სეზონი იმ ტრავმის გამო, რომელიც პრაღის "სლავიასა" და "ანდერლეხტს" შორის ევროპალიგის პლეი ოფის მატჩის წინ მიიღო.

ლევანი აგვისტოს შემდეგ უქმადაა. პაუზა ძალიან დიდია.

როდის უნდა დაუბრუნდეს ყენია მინდორს? როგორც შევიტყვეთ, მას კიდევ ერთი ოპერაცია სჭირდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კიდევ ორი-სამი თვე გაუცდება.

ახლა ისღა დაგვრჩენია, გერმანელი ექიმების პროფესიონალიზმის იმედად ვიყოთ. სწორედ ამ ქვეყანაში გაიკეთებს ყენია ოპერაციას, მერე კი დაიწყება სარეაბილიტაციო პერიოდი და, იმედია, ისიც წარმატებით ჩაივლის.

მართალია, გაუთავებელმა ტრავმებმა ყენია ძალიან გააწვალა, მაგრამ ის ჯერ არ არის იმ ასაკში, რომ ბედს შეეგუოს და არ იბრძოლოს. მას კიდევ შეუძლია, სარგებლობა მოუტანოს თავის კლუბს და საქართველოს ნაკრებს. საამისოდ კი ჯანმრთელად უნდა იყოს. იმედია, ასეც იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ლევან სჰენი მებრზოლი სულის იმედადვარტ.დაგვიბრუნდ ჯამრტელად.
bajo
11:07 02-02-2017
0
ღმერთმა მეტი გაძლება მოგცეს ლევან,იმედია მოთმინება გეყოფა და გულს არ აიცრუებ.მალე და საფუძვლიან გამოჯანმრთელებას გისურვებ, სრულფასოვან დაბრუნებას.მთავარია გული არ გაიტეხო.
სოსო
11:33 02-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული